არჩილ თალაკვაძის ინიციატივა და ემიგრანტების დადებითი შეფასებები.

0
4706

,, მისასალმებელია და მისაბაძი. ხელისუფლებას მუდამ უნდა ედოს ხელი მოსახლეობის მაჯაზე. საზოგადოება არასოდეს ცდება .” – აღნიშნული შეფასება ემიგრაციაში მცხოვრებმა მამუკა გუნცაძემ მას შემდგომ  გააკეთა რაც ცნობილი გახდა რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და კანონპროექტებში ცვლილებების ინიციატორმა არჩილ თალაკვაძემ  ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდგომ  მიიღო გადაწყვეტილება და გამოვიდა ინიციატივით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების ის ნაწილი,რომელიც საზღვარგარეთ თანამოქალაქეთა წესების დარღვევით  ყოფნის ხელშეწყობას ეხებოდა, მთლიანად ამოღებული იქნებოდა და მეორე მოსმენაზე გადამუშავებული ვერსია წარდგებოდა.  საბერნეთში მაცხოვრებელმა მადი დოღონაძეს შეფასებითაც, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონპროექტის პირველი ვერსიის მიმართ ემიგრაციის დამოკიდებულებას უკავშირება და უმრავლესობის ლიდერის ინიციატივით გამართული კონსულტაციების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილება პოზიურად შეფასდა:,,მგონი შედეგი არის! – მადლობას საჯაროდ იხდის ასევე ემიგრანტი მარიამ ნაროზაულიც.

საბერძნეთში მცხოვრები ქალბატონი ზოიაც მიიჩნევს რომ : ,, ემიგრანტები საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები არიან და უფრო მეტიც, მოპოვებული აქვთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში მუშაობის და ცხოვრების უფლება, არალეგალი ემიგრანტები კი მსოფლიოშია და როგორც შეძლებენ ისე დაიცავენ და გაიტანენ თავს, ჩვენი ქვეყანა ვალდებულია მათი უფლებები დაიცვას და შეძლოს დახმარება.” 

უცხოეთში მცხოვრები თიკო დეისაძე კი გადაწყვეტილების მოტივს მიუხედავად იმისა რომ არჩევნებს უკავშირებს, საქართველოს პარლამენტის სახელისუფლებლო ძალის ლიდერის არჩილ თალაკვაძის მიერ გადადგმულ ნაბიჯს დადებითად აფასებს და აქებს კიდეც მას: ,,არჩევნებემდე იქნება ალბათ ძალაში, მერე მაინც მისას გაუბერავენ. ყოჩაღ ამ ადამიანს”- წერს ის. 

საპარლამენტო ლიდერის ზემოთ აღნიშნულ ნაბიჯებს ,,უმნიშვნელოვანესი  და  დიასპორასა და ხელისუფლებას შორის ინოვაციური კომუნიკაციის მისაბაძი და შედეგზე ორიენტირებული მაგალითი “ უწოდა ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ განცხადა :,,თქვა და გააკეთა. ეს არის დიასპორასთან სწორი და საქმიანი კომუნიკაციის შედეგი. ჩვენი მუშაობა ყოველთვის სახელმწიფოსა და დიასპორის ინტერესებზე იქნება მიმართული.” 

,,მადლობა მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც,კანონპროექტში ცვლილებების შესატანად იშრომა და მიიღო მასში მონაწილეობა” – საჯაროდ განაცხადა ათენში მყოფმა კონსტანტინე შენგელიამ.

  ,,ბრავო, მადლობა თქვენ ყველას ასეთი აქტიურობისთვის!”– წერს ასევე იტალიაში ქ. ბარიში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო რურუაც ინიციატივის შესახებ კომენტირებისას.