სტამბოლის ქართველთა სათვისტომო საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ემიგრანტებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს რათა შენარჩუნდეს საქართველოს სტაბილური განვითარება , ხოლო მათი სათვისტომოს წევრმა ემიგრანტებმა სწორი არჩევანი გააკეთონ :,, ძვირფასო ემიგრანტებო, ჩვენი განსაცდელი ერთია, იქედან გამომდინარე, რომ ვიმყოფებით სამშობლოდან, ოჯახიდან, ახლობლებიდან მოშორებით, უცხო მხარეში სადაც დღითი დღე რთულდება ჩვენთვის, ემიგრანტებისთვის...
ქართულ დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის წარმოჩინებაში არის მნიშვნელოვანი- კახა კალაძემ ეს განცხადება ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის რიგით მეოთხე ფესტივალი „თბილისობა 2018“ გახსნისას გააკეთა. ფესტივალი კი თბილისის მერმა კახა კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი შორეცმა გახსნეს და  თბილისის მერმა ბელარუს ხალხს ფესტივალის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა: „ის ურთიერთობები, რაც ჩვენს ქვეყნებს და ქალაქებს შორის არსებობს, არის...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ათენში 24 წლის გოგონას გარდაცვალებას ეხმაურება, რომელიც სავარაუდოდ, წამებით მოკლეს. დავით ზალკალიანის თქმით, ოჯახი უკვე ინფორმირებულია. მინისტრის განცხადებით, საკონსულო ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. დავით ზალკალიანის აცხადებს, რომ თუ ოჯახი ახალგაზრდა ქალის გადმოსვენებას მოისურვებს, სახელმწიფო მათ დაეხმარებათ. „საელჩო და კერძოდ კონსული, აქტიურად ურთიერთობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან....
  ვენაში მცხოვრებმა ქართველებმა ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამოცხდების შემდგომ განვითარებული მოვლენების მხარდასაჭერად აქცია: ,,ნუ მომკლავ!"  გამართეს.    ავსტრიის დედაქალაქში ათობით ქართველი გამოვიდა და ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა. აქციის მონაწილე ემიგრანტებმა სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავეების დასჯა და რეჟიმის შეცცლა მოითხოვეს. იხ ვიდეო : https://www.facebook.com/mishoworld/videos/2160755447286143/
,,სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციები უფრო და უფრო გაძლიერდეს." - ეს განცხადება დიასპორის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ღლონტმა ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში გააკეთა: ,, ქართულ საელჩოებს და საკონსულოებს აქვთ მნიშვნელოვანი ფუნქცია, თუმცა ამ ფუნქციის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე, ხშირად, ჩვენი ოჯახებიდან ემიგრაციაში გადახვეწილი ხალხი რჩებათ ყურადღების...
საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თამვჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მკაცრ შეფასებას აძლევს დღეს იტალიური მედიის მიერ გავრცელებულ ფაქტს , საქართველოს მოქალაქეების მიერ იტალიის შსს მინისტრის და ვიცე-პრემიერის მატეო სალვინის მშობლების სახლის გაქურდვის შესახებ და მას როგორც ძალიან ძალიან ცუდ ფაქრად აფასებს:,,  ძალიან ცუდი ინფორმაცია გავრცელდა. თუ ეს ბრალდებები დაუმტკიცდებათ მათ...
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ქართული კულტურის პოპულარიზაციის მხარდაჭერისკენ და მათი უცხოელი მეგობრების, ადგილსამყოფელ ქვეყნებში  დაგეგმილ ქართულ კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებისკენ მოუწოდებს. საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის აზრით უცხოეთში ჩატარებული კონცერტები სადაც ქართველი შემსრულებლები წარმოადგენენ ქართულ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ხელოვნებას მათში საქართველოს...
გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ხათუნა ბარათაშვილი ვერა-ციცინო ხარაბაძის სახლიდან გამოსახლების ასაცილებლად ბრძოლას აგრძელებს და საჯარო განცხადებას ავრცელებს:,,მოგესალმებით ყველას და მოგმართავთ უდიდესი თხოვნით!.. მივმართავ ხელისუფლებას, ემიგრანტებს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას! ყველამ ვიცით ვერა-ციცინო ხარაბაძის ამბავი, ისიც ვიცით – რა შეიძლება მოხდეს, თუ მიმდინარე წლის 27 თებერვლამდე არ დაფარავს სესხს, მას სახლიდან...
საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტი, და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის " დამფუძნებელი გიორგი ოკრიბელაშვილი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2012 წლის 11 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და დღეს პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძემ მიერ გამოცემულ ბრძანებულება  №158 ახსენებს და აცხადებს რომ განცხადებით დღემდე  გრიგოლ ვაშაძის...
18 აპრილს, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში,  გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვალერი კვარაცხელიას შეხვედრა მინსკში მყოფ ქართველ კლინიკურ ორდინატორებთან. შეხვედრისას ელჩი გაეცნო ორდინატორების სწავლისა და პრაქტიკის გავლის პროცესს ბელარუსის სხვადასხვა უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში, დაინტერესდა მათი ბინადრობის პირობებით. ორდინატორებმა ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია ბელარუსში კლინიკურ ორდინატურაზე მოქმედ პროგრამებთან და კურსებთან დაკავშირებით,...