ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებლების მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებს.

0
3895

საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატებს რომლებმაც ვიზალიბერალიზაციის დარღვევა

სისხლის სამართლის ნაწილად დაანონსეს.

  ძვირფასო ბატონებო და ქალბატონო, პირველ რიგში მადლობას ვუხდით საქართველოს ხელისუფლებას და განსაკუთრებით ამჟამად დანიის ელჩს ბატონ გიგი გიგიაძეს ,რომელმაც ბოლომდე იზრუნა ვიზალიბერალიზაციისათვის.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი პარლამენტის 9 დეპუტატს: არჩილ თალაგვაძეს, მამუკა მდინარაძეს, გიორგი ვოლსკს, ეკა ბესელიას, ოთარ დანელიას, გიორგი ხატიძეს, კახა კუჭავას, არ მოვიხსენიებ ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეს რადგან ბატონმა ზვიადმა განაცხადა, რომ ინიციატივა სისხლის სამართლის ნაწილში არასწორია და თავის ხელმოწერა უკან გაიწვია. დანარჩენი დეპუტატები კი ცდილობენ ბიუროს სხდომაზე გაიტანონ საკითხი.

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი ათენსა და ბელგიაში მოგმართავთ, სანამ დასამტკიცებლად გაიტანდეთ თქვენს „შედევრს’’ შეჩერდით დეპუტატებო!

შეგახსენებთ,რომ არსებობს ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია ლოგიკურად საკითხის მოგვარება. დასჯის, ჯარიმების და ციხეში გამოკეტვის ნაცვლად ამუშვდეს ცირკულარული ემიგრაციის სისტემა, დასაქმდეს მოქალაქეები საზღვარგარეთ. დაიდოს ხელშეკრულები იმ ქვეყნებთან, სადაც მოთხოვნილებაა მუშახელზე. ეს ხელს შეუწყობს არა მარტო ჩვენი თანამემამულეების,არამედ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. თუ ხალხს აღარ უნდა თქვენი სისტემით ცხოვრება, უნდათ ,რომ თავს უშველონ რათა გადარჩნენ, თქვენ რატომ აიძულებთ ამოიხოცონ შიმშილით?

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და არ უნდა შეიმჩნეოდეს პოსტსაბჭოური ელემენტები,

გვესმის არ შეიძლება კანონის დარღვევა, მაგრამ თქვენ გესმით, როდის არ დაარღვევს თქვენი მოქალაე კანონს? ძალიან მარტივია, კანონი იწერება ხალხის მდგომარეობიდან გამომდინარე. როცა ადამიანს სულს ამოხდი, ის ხომ რადიკალურად მოგექცევა, ამ რადკალობას მოყვება დევნა. ამიტომ თუ გადაკვეთენ საზღვრებს თავისთავად გახდებიან პოლიტიკური დევნილები. ზუსტად პოლიტიკური დევნილია ყველა მოქალაქე, ვინც უკან არ ბრუნდება და ამას მთავრობა უწყობს ხელს, სწორედ ასეთი კანონებით, დაჭრებით და დაჯარიმებით..მეტი რაღაა პოლიტიკური დევნა?ვფიქრობ უკან დაბრუნებულ ადამიანს ჯარიმები და ციხე კი არ უნდა ავკიდოთ, ისედაც განადგურებულ ადამიანებსუნდა დავეხმაროთ, რომ არ ინანოს უკან დაბრუნება და სხვასაც არ მოუწოდოს ქვეყნიდან გასვლა.

ბატონი გიორგი ვილსკისაგან გასაკვირია ამ ინიციატივის მხარდაჭრა, რომელსაც არ უნდა ეშლებოდეს უვიზო რეჟიმის ხარვეზები, ჩვენ გენდერული ბალანსისათვის ავირჩიეთ ქალბატონები პარლამენტში და მათგან უფრო მეტ პოზიტიურობას ველოდებით. ჩემო ძვირფასო დეპუტატებო! ევროპას ნამდვილად არ დაუვალებია თქვენთვის არც ჯარმების დაწესება, არც მოქალაქეების ციხეში ჩასმა.  პირველი რაც აწუხებს ევროპას სწორედ რომ გაზრდილი კრიმინალია, იქნებ ეს მთავარი პრობლემა მოგვარებულიყო, სწორედ ამის შემდეგ გაიზრდება ნდობა, როგორც მოქალაქეების იმიჯზე ასევე ქვეყანაზე.მთავრობა ვალდებულია ემსახუროს თავის ხალხს და დაიცვას მოქალაქე ქვეყნის გარეთ და შიგნით. უზრუნველყოს და გადაჭრას ქვეყნის პრობლემები ნაწილობრივ მაინც, რომ საკუთარ მოქალაქეებ არ გაექცეს მთავრობას, არ ეძებოს სხვა ქვეყანაში თავშესაფარი. ამიტომ წარმოდგენილი ინიცვიატივა გაწვეულ უნდა იქნეს, როგორც ეს გააკეთა დეპუტატმა ბატონმა ზვიად კვაჭანტირაძემ, რა თქმა უნდა შენგენის ზონაში შესვლის წესებზე არავინ დავობს, მაგრამ არსებობს ალტერნატივა და ხალხის აზრი გაიზიარა ბატონმა ზვიადმაც . ვისაც სად უნდა, იქ იცხოვროს, თუკი მოახერხებს თავის თავის ადაპტირებას. . ბატონი ზვიადის პოზიცია ნამდვილად მისაღები უნდა იყოს სხვა დანარჩენიკანონმდებლებისათვისასევე დასაკონკრეტებელი და გასაშლელია ეს საკითხი, რათა უფრო სარწმუნო გახდეს თანამოქალაქეების დაცვა და არა ზარალი.რადგან ეს იწვევს ჩვენი მოქალაქეების ემიგრანტების აღშფოთებას, იმედია გამოგვეხმაურებით.

აქვე დავსძენ, თუ ძალადობა არ იქნება შეჩერებული მზად ვართ საკითხი გავიტანოთ ევროსტრუქტურებში.

მეორე საკითხი ეს გახლავთ პასპორტების ფასის გაზრდა ევროპის ქვეყნებში, ეს თემა ტრიალებს ერთი თევეა ,რატომ არ ეხმაურება იუსტიციის სამინისტრო ამ საკითხს? 

ძვირფასო მთავრობავ !

პასუხი გაეცით კითხვებს, იმუშავეთ ხალხთან ერთად, რეაგირება მოახდინეთ თქვენი მოქალაქეების პრობლემებზე.

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებლები

 ანა ბალამწარაშვილი ( ბელგია)

 დარეჯან ღამბაშიძე. (ათენი)