ცოტნე გამსახურდია ემიგრანტ ქალებზე , მათ ,,დივანზე წამოწოლილ” ქმრებსა და კაზინოებზე.

0
3253

ქვეყანაში, საიდანაც მილიონი ქალია წასული მონა-მოსამსახურის, უმძიმეს სამუშაოზე და მათ ნაოფლარს მათი მამაკაცები კაზინოში აგებენ, ქალების შევიწროება უკვირთ? ჩემი მოგონილი არაა, ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით ყველაზე დიდი და დინამიურად მზარდი ეკონომიკის სექტორი საქართველოში სათამაშო ბიზნესია. ისიც იცით ალბათ, რომ ეს ქვეყანა ბიძინეს ფულით კიარა, ემიგრანტების გზავნილებით არსებობს.  ქვეყანაში, სადაც პოლიტიკოსების თუ ბიზნესმენების, გადაწყვეტილების მიმღებთა ათი პროცენტიც არაა ქალი, ქალების შევიწროება უკვირთ?

ქვეყანაში, სადაც ყოველ ნაბიჯზე კლავენ ან ძალადობენ ახალგაზრდა ქალებზე, ყოფილ თუ ამჟამინდელ ცოლებზე, საყვარლებსა თუ შეყვარებულებზე, სრულიად ავადმყოფური, საგნის მესაკუთრის ინსტინქტით უყურებენ მათ, ქალების შევიწროება უკვირთ?

უკვირთ, არ უნდათ, არ აწყობთ დაჯერება. რადგან თუ შენს ოჯახის წევრ ქალს ავიწროებს ვიღაც პაპუნა უგრეხელიძის მსგავსი ნაძირალა და შენ იძულებული ხარ ეს მოითმინო, რადგან სიგარეტის ფულის შოვნის თავიც არა გაქვს ან არ შეგიძლია მიხვიდე და მიწაზე ახოხიალო, მაშინ ისიც უნდა აღიარო, რომ კაცი არა ხარ. ისევე როგორც მაშინ, როდესაც ცოლს, საყვარელს, დედას უშვებ ცხრა მთას იქეთ იმიტომ, რომ დივანზე წამოწოლილი “ვესტერნ იუნიონის” კოდს ელოდო…

სხვა მიზეზებსაც ჩამოვთვლიდი, მაგრამ ესეც საკმარისია. “ვაიმელატოარმჩაგლავენ” და “ჯალიანჭარმატებული” კეკელკები ნუ გამომეხმაურებით, თქვენი ჰაზრები არ მაინტერესებს. საკუთარ ბრიყვ ტრახ***ს მოუყევით.”-წერს გამსახურდია.

image

შეგახსენებთ, მთლიანად საქართველოდან დაახლოებით 1, 5 მილიონი ადამიანია წასული უცხოეთში მუდმივად ან დროებით საცხოვრებლად და სამუშაოდ.საქსტატის 2014-2016 წლის მონაცემებით სამ წელიწადში საქართველო დატოვა 282, 957 ადამიანმა.

2017 წელს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 1.37 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც 20%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.ფულად გზავნილებში ლიდერი პოზიცია უკავია რუსეთს-455 მილიონი$, მეორე ადგილზეა იტალია-142.9 მილიონი$, ხოლო მესამეზეა აშშ-141.9 მილიონი$.