GAU-ს სტუდენტები ლიკა ჯანელიძე და მარიამ ლაცაბიძე ქალთა მიმართ მსოფლიო კამპანიაში ჩაერთვნენ.

0
1929

GAU-ს სტუდენტები ლიკა ჯანელიძე და მარიამ ლაცაბიძე ქალთა მიმართ მსოფლიო კამპანიაში ჩაერთვნენ. მათი ნაშრომი მედლის ორი მხარე: წარმატებული ქალები და ქალები ძალადობის პირისპირ, მომზადებულია ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამაგისტრო პროგრამის საგნის „მედია ტექნოლოგიები და თანამედროვე საზოგადოება“-ის ფარგლებში, ნაშრომის ავტორთა შეფასებით – ,,,მსოფლიო ისტორია სავსეა ისეთი მანდილოსნების ისტორიებით, რომლებიც ძლევდენ სირთულებს და ანგრევდენ სტერეოტოპებს, თუმცა ხშირად მათი ღვაწლი შეუმჩნეველი რჩებოდა, ყურადღება ნაკლებად ექცეოდათ ან სულაც ივიწყებდენ.

ქალები მაშინაც კი იპყრობდენ მწვერვალებს, როდესაც თითქმის ყველაფერი მათ წინააღმდეგ იყო. ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკოს, სპორტსმენ, გამომგონებელ, ხელოვან, მეცნიერ ქალბატონებზე, რომლებიც თავიანთი ბიოგრაფიით შთაგონების წყაროს წარმოადგენენ თითოეული ჩვენგანისთვის


ამ ქალებს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების სწამდათ, ბევრს შრომობდნენ მიზნის მისაღწევად და არასოდეს ნებდებოდნენ.


მიუხედავად უამრავი პრობლემისა, რომლებსაც ქალები ზოგიერთ სახელმწიფოში არათანაბარი პირობებისა და გამოხატვის უფლების გამო ცხოვრებისეულ გზაზე აწყდებიან, ყოველდღიურად უფრო მეტი რამ ხდება იმისთვის, რომ საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახოს ის უმარტივესი ჭეშმარიტება, რომ ქალის როლი საზოგადოებაში არის დაკავშირებული ბრძოლასთან, ცვილებებთან, პროგრესსა და წარმატებასთან, თუმცა ამის მიუხედავ ხშირად გვესმის მძიმე ისტორიები, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობას უკავშირდება.


სტატიის მიზანია, ერთი მხრივ მკითხველის გავაცნოთ წარმატებული ქალების მივიწყებული ისტორიები, ხოლო მეორე მხრივ ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებსაც ისინი აწყდებიან. წარმატებული ქალების უკან კი სამწუხაროდ დგანან ის ქალები, რომლებიც ძალადობის პირისპირ აღმოჩნდნენ. ამ პრობლემისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზად კი მისი მიღება, ძალის მოკრება, ფეხზე წამოდგომა და მათზე საჯაროდ საუბარია.

არ დახუჭო თვალი ძალადობაზე, არამედ იმოქმედე მის წინაღმდეგ, გადადგი ნაბიჯები – ამისთვის ყველაზე მართებული ხერხი განათლებაა, განათლება არის მთავარი ინსტრუმენტი წარმატების მისაღწევად და სწორედ განათლება ხდება შემდგონ უკვე ძალადობის წინაღმდეგ საბრძოლველი იარაღი.


ქალის როლი საზოგადოებაში, ქალის სიტყვა და მისი იდენტობა, მუდამ იყო, არის და იქნება მნიშვნელოვანი, ვინაიდან ცვლილებებსა და განვითარებაში მათ მნიშვნელოვანი როლი შეითავსეს სამყაროს დასაბამიდან დღემდე. მომავლისკენ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები დღემდე მკაფიოდ ეტყობა კაცობრიობის ისტორიის განვლილ გზას და თითოეულის მიერ გაწეული ღვაწლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კაცობრიობისათვის.


გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო სასიხარულოა, რომ ძალიან აქტიურად აღინიშნება ოთხივე კონტინენტზე. ჩვენ, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებსაც გაგვიჩნდა სურვილი წვლილი შეგვეტანა ამ ასპექტით მიმდინარე საერთაშორისო პროცესსში და გვესაუბრა ქალბატონების როლის მნიშვნელობის საკითხებზე. სწორედ ამ მიზნით დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, გადავწყვიტეთ უფრო სიღრმისეულად ჩავწვდომოდით და შეგვესწავლა ეს საკითხი, რათა ჩვენი მხრივ მოგვეხდინა ქალთა უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უფრო წინ წამოწევა გარკვეულწილად მეტი პოპულარიზაციისათვის. როგორც მედალს აქვს ორი მხარე, ქალთა როლზე და მათ შესაძლებობებზე საუბრისას არ უნდა დაგვავიყდეს, რომ წარმატებული ქალების სახელების ისტორიების მიღმა, სამწუხაროდ არსებობს პრობლმებითა და გამოწვევებით აღსასავსე ისტორიებიც, რომლებზეც საჯაროდ საუბარი მნიშვნლოვნად მიგვაჩნია ფართო საზოგადოების წინაშე.» – აღნიშნავენ ნაშრომის ავტორები ლიკა ჯანელიძე და მარიამ ლაცაბიძე.