ჩვენი ახალი ინიციატივის მიხედვით, ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივებთ მოქალაქეობის მიღების პროცედურებს დიასპორის წარმომადგენლებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. შეგახსენებთ რომ კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ პარლამენტში უკვე ინიცირებულია პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო ვადად 1 ივლისიდან – 21 სექტემბერმდე პერიოდი დასახელდა.
მიმდინარე წლის 27-28 მაისს, თბილისში , ქართული დიასპორის ფორუმი "ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფორუმი გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ, რომელიც მთელი ფორუმის მანძილზე უძღვებოდა მას.
დიასპორის ფორუმზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული იყვნენ...
ფილმი მოგვითხრობს ქართველი ემიგრანტის გოგა ჭარხალაშვილის ერთ მთლიან დღეს ყოველდღიურ ცხოვრებაში
https://www.youtube.com/watch?v=nWDcEmXxxOo&feature=share
ავსტრალიაში, ქ. მელბურნში (ვიქტორიის შტატი) საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიქტორიის შტატის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და ქ. მელბურნში მცხოვრები თანამემამულეები. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ, რომელმაც ქ. მელბურნში საქართველოს საპატიო კონსული, პიტერ მაკმალენი წარადგინა.
საღამო მუსიკალურად გააფორმა ქ. მელბურნში არსებულმა ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლმა...
ვოკალის პედაგოგმა ქალბატონმა ირმა აროშვილმა მისი მოსწავლე ბერძენი ქართულად აამღერა მართლაც არაჩვრულებრივია მოუსმინეთ მას არაერთი ბერძენი ცნობილი მომღერლები აუმღერებია
https://www.facebook.com/irma.matakaki/videos/1745002802248003/?t=3
იტალიური მედია საშუალებები მათ შორის პოპულარული პორტალი repubblica.it ქართველი ემიგრანტების სამოქალაქო გმირობის შესახებ საუბრობს. იტალიაში მაცხოვრებელმა ქართველმა ემიგრანტებმა თავდაუზოგავობის და სამოქალქო გმირობის მაგალითი გამოავლინეს ქალაქ ბარიში წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ტაძარში სადაც მისი ნეშტი განისვენებს და წყლისაგან დატბორილი ტაძარი გაწმინდეს. ვიდეოში რომელსაც იტალიური მედია საშუალებები ავრცელებენ ქართულ ენაზე საუბრებიც ნათლად ისმის და...
იხილეთ ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=bySbkFK-cPk
საფრანგეთში , პარიზის გარეუბანში, ქალაქ ვანვში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსენა.
ცერემონიას ქალაქი მერი, საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთაკომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეკა სირაძე - დელონე, დესპანი გოჩა ჯავახიშვილი და საფრანგეთის ქართული დიასპორის...
41 წლის მამაკაცი სადეპორტო განყოფილების საკანში ჩამომხრჩვალი იპოვნეს. ინციდენტი ქალაქ ბუირენში მოხდა, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე. ეს ის რეგიონია, რომლის ლტოლვილთა მინისტრიც ცოტა ხნის წინ, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაწყვეტას ითხოვდა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გერმანული მხარე ამბის მიჩქმალვას აპირებდა, თუმცა თემა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაახმაურა, რომელიც ლტოლვილად ჩაბარებულების უფლებებს იცავს, რამაც...
ქართველ ბიჭს, 10 წლის გიორგი კაკავას დიდი ბრიტანეთიდან დეპორტაცია ემუქრება.
მისი საქართველოში გამოგზავნის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც ბიჭს დედა და მამა გარდაეცვალა და დაობლდა. 10 წლის მოზარდი შოტლანდიაში დედასთან ერთად საცხოვრებლად 7 წლის წინ გადავიდა. მანამდე ის საქართველოში, ქუთაისში ცხოვრობდა.
BBC-ის ცნობით, ქვეყნის დატოვება დედა-შვილს მას შემდეგ მოუწიათ, რაც გიორგის...