მამუკა ბახტაძე: მნიშვნელოვნად გავამარტივებთ მოქალაქეობის მიღების პროცედურებს დიასპორის წარმომადგენლებისთვის

0
3186

ჩვენი ახალი ინიციატივის მიხედვით, ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივებთ მოქალაქეობის მიღების პროცედურებს დიასპორის წარმომადგენლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. შეგახსენებთ რომ კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ პარლამენტში უკვე ინიცირებულია პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო ვადად  1 ივლისიდან – 21 სექტემბერმდე პერიოდი დასახელდა.