დიასპორა უნდა იყოს მთავრობის და ზოგადად მთელი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი. ახალი პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო ათწლეულებში არსებულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ აიძულა ბევრი ადამიანი, რომ საზღვარგარეთ წასულიყო.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში მოვახდინოთ უკეთესი ინტეგრირება ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების. მე აქ ძალიან ბევრ შესაძლებლობებს ვხედავ. ჩვენ გვაქვს ინიციატივა სასტარტო კაპიტალისა და საბანკო-საკრედიტო დაზღვევის მექანიზმების შესახებ. ჩვენი შეფასებით, რა თქმა უნდა ამ ინიციატივებში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს ამ პორტფელში ქალი მეწარმეებისა და დიასპორის წარმომადგნელების შესაძლებლობების შექმნას, რომ მათ განავითარონ ბიზნესი საქართველოში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აქვე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია იმ სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, რაც არსებობს დიასპორაში.