27-28 მაისს, თბილისში გამართული დიასპორის ფორუმის მნიშვნელობა და მისი შეფასებები ქართული დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან.

0
2265

  მიმდინარე წლის 27-28 მაისს, თბილისში , ქართული დიასპორის ფორუმი “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის” გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფორუმი გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ, რომელიც მთელი ფორუმის მანძილზე უძღვებოდა მას.

 დიასპორის ფორუმზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული იყვნენ ქართული დიასპორის საპატიო და თავისი საზოგადოებრივი საქმიანობით გამორჩეული თაამემამულეები. ჩემთვის როგორც ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანი იყო დავსწრებოდი ამ მნიშვნელოვან და ისტორიულ მოვლენას და პირადად გავცნობოდი ჩვენს ღვაწლმოსილ და გამორჩეულ თანამემაულეებს, მინდა მადლობა გადაუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს , დიასპორების დეპარტამენტს ასეთი მრავალმხრივ საინტერესო და შინაარსობრივად გატარებული , საქმიანი  და მაღალ დონეზე ორგანიზებული დღეებისთვის. 

   დიასპორის ფორუმის შესახებ და მის მნიშვნელობაზე საკუთარი მოსაზრებების გაზიარება  ვთხოვეთ ბელგიაშიმოღვაწე ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის დიასპორის დამფუძნებელს ქ-ნ ანა ბალამწარაშვილს: ,, დიასპორის ფორუმი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა თანამემამულეთა თუნდაც მოკლე დროით მაგრამ მაინც ახლო ურთიერთობისთვის,აზრების გაცვლისთვის,გამოცდილების გაზიარებისთვისასეთი ტიპის ფორუმები ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას და იდეების რეალიზებასბოლო დროს უკვე დიდი ყურადღება ექცევა ემიგრანტთა მხრიდან გაჟღერებულ ინიციატივებს და ხელშეწყობაც შეძლებისდაგვარად ხდება.

 რაც შეეხება ფორუმის ორგანიზებას,კარგად ორგანიზებული იყო ნამდვილად,ორგანიზატორებს სწორად ჰქონდათ გათვლილი , მადლობა რატი ბრეგაძესერთდერთი და ჩემთვის პირადად ძალიან მტკივნეული იყო საოკუპაციო ხაზთან ჩვენი მისვლა,მაგრამ ვფიქრობ რომ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ

,, ჩემი შეფასებით ეს იყო მართლა კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი შეხვედრა და ამასთანავე საკმაოს სასარგებლო და დროულიც. მეტი გამოცდილება, მეტი ინფორმაცია, ძალიან ბევრი მეგობარი და კაშირები, აი ეს ემოცია გამომყვა ფორუმიდან. უფრო შემართებით, უფრო მეტი იდეით და ბევრის კეთების სურვილით დავბრუნდი.” – აღნიშნავს ბარის ქართული საკვირაო სკოლა “აისი” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი  ნინო რურუა იტალიიდან.

  ჰერეთიდან ჩამოსულმა  ფოლკლორული ანსმაბლ  “ჰერულას” ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა კი გაგვიმხილა რომ მისთვის : ,,მრავალმხრივ ძალიან საინტერესო იყო დიასპორის ფორუმი , კერძოდ: ჩამოყალიბდა ახალი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნის ქართულ დიასპორებს შორის, დაისახა რაღაც სახის ერთობლივი გეგმები და პროექტები ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. ჩემთვის პირადადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ღონისძიება, უამრავი გულანთებული პატრიოტი გავიცანი, ჩამოგვიყალიბდა მეგობრული ურთიერთობები. სამომავლოდ ვფიქრობ დავგეგმაავთ ერთობლივ კულტულურ_შემეცნებით ღონისძიებებს”

 ,, ფორუმზე სადაც მოწვეული იყო სხვადასხვა ქვეყნის დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ჩატარდა დიაპორასთან საუკეთსო ურთიერთობის კუთხით. ორგანიზაციებში მათი შესაძლებლობები პოტენციალი და პრობლემების განხილვისათვის შედგა თემატური ჯგუფები . ემატური პრეზენტაციების შემდეგ მოეწყო დასკვნითი განხილვები, სადაც გამოიკვეთა თითოეული ჯგუფის პრეზენტატორთა საქმიანიბა, მიღწევები და პრობლემები. ყველა ეს მოცემულობა შეფასდა დეპარტამენტის მხრიდანაც და აღინიშნა ინიციატივები, ნოვაციები და პრობლემებიც ,რომელიც გათვალისწინებული იქნება შემდგომი მუშაობისათვის.

ვფიქრობ ფორუმმა ნაყოფიერად ჩაიარა, ემიგრანტების მხრიდანაც გათვალისწინებული იქნა დასმული გამოწვევები და მოსაზრებები მიზანი რატომაც ჩატარდა ფორუმი გამოიკვეთა და იქ მყოფმა ემიგრანტება თავიანთ გამოცდილებას უფრო მეტი შინაარსი შესძინეს.”- აღნიშნა ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ათენიდან ქ-ნმა დარეჯან ღამბაშიძემ. 

პოლონეთში საქართველოს საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელის დალი ბურკაძის შეფასებით: ,, ფორუმი არაჩვეულებრივად იყო ორგანიზებული. მუშაობდა სხვადასხვა სექციები, რომლის შესახებ წინასწარ მოგვაწოდეს ინფრომაცია და შესაბამისად ჩვენ ვმუშაობდით იმ სექციაში რომელიც ჩვენს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობასთან იყო დაკავშირებული, ჩემს შემთხვევაში განათლების სექციაში. ფორუმი ვფიქრობ გაძლევს შესაძლებლობას გაიცნო ადამინები, რომლებიც მოღვაწეობენ იგივე სფეროში რომელშიც შენ, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში. მსგავსი ყოველწლიური ფორუმი საუკეთესო საშუალებაა დაახლოვოს სახვადასხვა ქვეყანაში, სახვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამინები და რაც მთავარია ეს ყველაფერი გამოყენებული იქნას საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ.” 

მასალა მოამზადა ლიკა ჯანელიძემ ათენიდან.