გერმანიის შს მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი კანცლერს ანგელა მერკელს ულტიმატუმს უყენებს. ზეეჰოფერი მერკელს არალეგალური მიგრაციის საკითხის მოსაგვარებლად ორკვირიან ვადას აძლევს. ამის შესახებ Bild-ი წერს.
ქრისტიანულ-სოციალური კავშირი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის უახლოეს სამიტზე, ანგელა მერკელი უცხოელ პარტნიორებთან ამ თემის შესახებ კომპრომისს მიაღწევს.
გამოცემა წერს, რომ ზეეჰოფერი ფედერალური საზღვრების გამკაცრებას და ქვეყნიდან იმ მიგრანტების გაძევებას მოითხოვს, რომლებსაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ.
დღესვე გერმანულ გამოცემებში გავრცელდა ზეეჰოფერის კომენტარი, რომელშიც ამბობს, რომ მას მერკელთან მუშაობა “აღარ შეუძლია”.
მანამდე, მიგრაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზეც წერდა foxnews-იც და გერმანიის საიმიგრაციო პოლიტიკაში აზრთა სხვადასხვაობაზე საუბრობდა. გაჟღედა ის აზრიც, რომ ამ საკითხის გამო ანგელა მერკელის კოალიციურ მთავრობას კოლაფსი ემუქრებოდა.
შეგახსენებთ, რომ საემიგრაციო პოლიტიკა ერთ-ერთი სადავო თემა იყო გერმანიის მთავრობის ფორმირებისას. ამასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“, წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობას დებდა, რომ დაიწყებდა გამოძიებას მერკელის „ღია კარის პოლიტიკასთან“ დაკავშირებით.