რა არის საკონსულო აღრიცხვა და როგორ მიიღოს ემიგრანტმა საკონსულო აღრიცხვის ბარათი

0
19970

  საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის დაფიქსირება, რომელსაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აწარმოებენ. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს 14 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის მზრუნველს ან მეურვესაც.

ყველა საერთაშორისო თუ სამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქეებს რეკომენცადიას აძლევენ რომ  საზღვარგარეთ მყოფი  მოქალაქე, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე. საქართველოს მოქალაქესთვის განსაზღვრულია წესი რომ თუ  6 თვეზე მეტი ვადით იმყოფება საზღვარგარეთ, იგი ვალდებულია, 6 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა, დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში ან განახორციელოს ეს პროცედურა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების მეშვეობით. საქართველოს მოქალაქეს აღნიშნული პროცედურა შეუძლია განახორციელოს  გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.     დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების ვებგვერდზე, შესაბამისი ელექტრონული განცხადების შევსებით: http://sda.gov.ge/?page_id=5351. განაცხადის დასადასტურებლად პირმა უნდა განახორციელოს ვიდეოზარი სააგენტოს ოპერატორთან. Skype-ის ქსელში სამსახურის სახელია: sda.gov.ge.  საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ასევე შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის მეშვვეობითwww.geoconsul.gov.ge. დისტანციური სერვისით საკონსულო აღრიცხვის განხორციელების დეტალური ვიდეოინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://sda.gov.ge/?page_id=5351.

საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირზე გაიცემა შესაბამისი საკონსულო აღრიცხვის ბარათი, რომელიც ძალაშია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.