დღე სიკეთისა და ბედნიერების.. არ ვიცი აზრები როგორ დავალაგო და გადმოვცე რისი თქმაც მინდა..ყველამ იცის რომ ხშირად გვიხდება შემწეობის თხოვნა ადამიანების დასახმარებლად( რაც უბადლოდ გამოსდის ათენის ემიგრაციას).მაგრამ თუ ვიცოდებთ დასახმარებელ ადამიანს უნდა შევიცოდოთ მოწყალების გამცემნიც .რადგან არის შემთხვევები როდესაც თვეში ძალიან ბევრჯერ გვიწევს თხოვა დახმარების..უბრალოდ ვეძებ...
განკარგულება შეეხება ემიგრანტების მიერ კონგრესის წევრების მიმართვას საიმიგრაციო პროცედურების დაჩქარების მიზნით. მწვანე ბარათის თუ მოქალაქეობის მიღების პროცესში აპლიკანტები ხშირად მიმართავენ კონგრესმენებს დახმარებისთვის. გამომდინარე ბიუროკრატიული პროცედურებიდან, საიმიგრაციო სამსახური ხშირად ვადაზე გვიან აქვეყნებს პასუხს, ამიტომ ემიგრანტების ერთადერთ იმედად კონგრესმენის წერილი რჩება. ასეთ დროს კონგრესის წარმომადგენელი მიმართავს საიმიგრაციო სამსახურს თხოვნით კონკრეტული საქმის...
დანიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 56 წლის გელა პაპაშვილი, წინასწარი ინფორმაციით, გულის შეტევას ემსხვერპლა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
იგი ერთ-ერთ პოლონურ ფირმასთან თანამშრომლობდა და სატვირთო ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა.
პაპაშვილი 26 აპრილს მისმა ნათესავმა იპოვა და სამართალდამცველებს შეატყობინა.
ოჯახი უკვე დაუკავშირდა საკონსულოს, თუმცა პროცედურის გავლა უქმე დღეების გამო ფერხდება.
გარდაცვლილი მამაკაცი კობა პაპაშვილის მამაა,...
საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა შექმნა ვებ-გვერდი: https://www.geoconsul.gov.ge რომელიც დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციისა და მომსახურების გამარტივებულად მიღებაში.
ვებ-გვერდი https://www.geoconsul.gov.ge შეიცავს საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საქმიანობის შესახებ არაერთ საჭირო ინფორმაციას.
ვებ გვერდის საშუალებით გამარტივდა ასევე მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურებათა მიღების პროცესი, ვინაიდან შესაძლებელია ეს...
დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით 2018 წლის 26 აპრილიდან 21 მაისის ჩათვლით, ქ. ორჰუსში გაიმართება საქართველოს საელჩოსა და დანიის პლაკატების მუზეუმის ერთობლივი გამოფენა "ქართული ანბანი და ქართული აფიშები", ხოლო გამოფენა მიეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს. გამოფენის ნაწილი დაეთმობა ქართული დამწერლობის სამ სახეობას და მის ისტორიას, ხოლო...
საფრანგეთის მთავარ დღესასწაულ ქართველი ხატია ბუნიათიშვილის შთამბეჭდავი შესრულება, რითაც ქართველმა პიანისტმა ეიფელის კოშკთან ათასობით სტუმარი მოხიბლა, დიდი განხილვის საგანი გახდა ინტერნეტ სივრცეში, გამოხმაურება მოყვა მის ჩაჩმულობას განსაკუთრებულად ქართველების მხრიდან მოყვა დიდი ინტერესი, პარიზში ფრანგები მისი უმაღლესი კლასის შესრულებით მოიხიბლნენ , თანამემამულეები კი მის კაბით უფრო მეტად დაინტერესდნენ.
იხილეთ ვიდეო კადრები:
https://www.facebook.com/Culturebox/videos/10156656109709656/UzpfSTExNDgyMDQzMDk6MTAyMTYzOTU5Mjk5ODgwMDI/?q=khatia%20buniatishvili
საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი პროექტის მონაწილე ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა. პროექტს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებს და ერთთვიანი კურსის მიზანია ფერეიდნელ ქართველებს შეასწავლონ ქართული ენა და ხალხური სიმღერა, გააცნონ საქართველო და დააახლოვონ სამშობლოს.
გიორგი მარგველაშვილმა პროექტის მონაწილეებს თანატოლებთან მჭიდრო კონტაქტების გაბმა და საქართველოს კულტურისა და ყოფის...
როგორც საბერძნეთ- საქართველოს სტუდენტთა და ახალგზრდობის ასოციაციიდან გვაცნობეს 2017 წლის 18 დეკემბრს, მიგრაციის საერთოშირისო დღეს კონკურსის „წლის ქართველი სტუდენტი საბერძნეთში“ მონაწილეებს დააჯილდოვებენ. კონკურში მონაწილეობა საბერძნეთის განათლების და რელიგიის საქმეთა სამინისტროს მიერ ,აღიარებულ კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტებს (ბაკალავრი,მაგისტრანტი ,დოქტორანტი) შეეძლო . სტუდენტები დაჯილდოვდებიან შემდეგ...
https://www.youtube.com/watch?v=j_j6u4z5PbY
საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს საიმიგრაციო კანონის გამკაცრების გეგმის გამო უფლებადამცველები აკრიტიკებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მტკიცებით, საფრანეგთის მთავრობა მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას გეგმავს.
ვითარების განმუხტვის მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებით, პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი უფლებადამცველ ჯგუფებს შეხვდა და მათთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა. კანონპროექტს უახლოეს კვირებში პარლამენტს წარუდგენენ, სადაც ემანუელ მაკრონის პარტია უმრავლესობას ფლობს.
მემარცხენე...

































