დანიაში “ქართული ანბანის და ქართული აფიშების” გამოფენა მოეწყობა.

0
1791

დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით  2018 წლის 26 აპრილიდან 21 მაისის ჩათვლით, ქ. ორჰუსში გაიმართება საქართველოს საელჩოსა და დანიის პლაკატების მუზეუმის ერთობლივი გამოფენა “ქართული ანბანი და ქართული აფიშები”, ხოლო გამოფენა მიეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს. გამოფენის ნაწილი დაეთმობა ქართული დამწერლობის სამ სახეობას და მის ისტორიას, ხოლო მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნება ქართული კინოსა და თეატრის აფიშები, რომლებიც დანიის პლაკატების მუზეუმს საჩუქრად გადასცა საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა.