ვარშავაში ელჩმა ილია დარჩიაშვილმა სტუდენტებს უმასპინძლა.

0
1342

პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვარშავის ეკონომიკის სკოლის საგარეო ურთიერთობათა კლუბის ორგანიზებით, ვარშავაში საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა ღონისძიება – Action Diplomacy, რომელშიც პოლონეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის  18-მა წარმატებულმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პოლონეთში საქართველოს ელჩის ილია დარჩიაშვილის ლექცია, თემაზე – საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.