ათენში ქართველ ემიგრანტთა დახმარების ჯგუფი ხელმძღვანელი სოფია ბასილაძე განცხადებას ავრცელებს და მიმართავს ათენში მცხოვრებ თანამემამულეებს : ,,მეგობრებო უმორჩილესად გთხოვთ დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეს, ემიგრანტს მზია ფევაძეს. რომელიც არის უკიდურეს მდგომარეობაში და მკურნალობას გადის საავადმყოფოში.ათენი " ევანგელიზმოს" ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, მეშვიდე სართულზე, ოთახი 751. თავში ჩადგმული აქვს 5 აპარატი, მე პირადად დღეს...
ანკარის მუსიკის ფესტივალისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ ანკარაში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტმა წარმატებით ჩაიარა. კონცერტის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა, მიღება და ქართული ღვინის დეგუსტაცია (vin d’honneur). კონცერტს დაესწრნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი...
დაიბადა და სკოლა დაამთავრა ქარელის რაიონის სოფელ რუისში. შემდეგ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.დღეს 21 წლის გიორგი მღებრიშვილი ყველასთვის ცნობილი თავისი იუმორისტული სკეჩებით ,ცხოვრობს ბარსელონაში და  ესპანური ვოისის ლიდერია.  რამდენი წელია რაც ბარსელონაში ხართ და რატომ ბარსელონა ? -დიდი ხანი არ არის რაც ბარსელონაში ვცხოვრობ,დაახლოებით 3 თვეა...ბავშვობიდანვე  მქონდა  განსაკუთრებული სურვილი...
ჩვენო ძვირფასო თანამემამულეებო - საკვირაო სკოლების მესვეურებო, გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენს მიმართ და გამოვთქვამ მადლიერებას იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის და მეტწილად უანგარო საქმიანობისთვის, რასაც თქვენ ეწევით ადგილსამყოფელ ქვეყნებში ჩვენი შვილების, მომავალი თაობის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და საერთო ქართული საქმის საკეთილდღეოდ. საპარლამენტო კომიტეტის საქმიანობის მთავარი მიზანი და ვალდებულებაა ქართულ დიასპორულ ორგნიზაციებთან, საგანმანათლებლო-კულტურულ...
ძვირფასო თანამემამულეებო, მსურს გულითადად მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა, წარმატება და კეთილდღეობა! მე წელს პირველად მომეცა შესაძლებლობა მინისტრის რანგში, შევხვედროდი ქართულ დიასპორას და დიასპორულ ორგანიზაციებს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ძალიან ემოციური და ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა უკეთ გამეგო თქვენი საჭიროებები და ურთიერთსასარგებლო კავშირის შესაძლებლობები. მადლიერება მინდა გამოვხატო თითოეული...
https://www.facebook.com/avtandilikakabadze/videos/3160925780588268/?notif_id=1579769158609759&notif_t=tagged_with_story
განკარგულება შეეხება ემიგრანტების მიერ კონგრესის წევრების მიმართვას საიმიგრაციო პროცედურების დაჩქარების მიზნით. მწვანე ბარათის თუ მოქალაქეობის მიღების პროცესში აპლიკანტები ხშირად მიმართავენ კონგრესმენებს დახმარებისთვის. გამომდინარე ბიუროკრატიული პროცედურებიდან, საიმიგრაციო სამსახური ხშირად ვადაზე გვიან აქვეყნებს პასუხს, ამიტომ ემიგრანტების ერთადერთ იმედად კონგრესმენის წერილი რჩება. ასეთ დროს კონგრესის წარმომადგენელი მიმართავს საიმიგრაციო სამსახურს თხოვნით კონკრეტული საქმის...
ბათუმში, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ცხელ კვალზე სამართალდამცავებმა თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც მამაკაცს ჭრილობა მიაყენა.
საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა შექმნა  ვებ-გვერდი: https://www.geoconsul.gov.ge   რომელიც დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციისა და მომსახურების გამარტივებულად მიღებაში. ვებ-გვერდი https://www.geoconsul.gov.ge შეიცავს საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საქმიანობის შესახებ არაერთ  საჭირო ინფორმაციას. ვებ გვერდის  საშუალებით გამარტივდა ასევე მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურებათა მიღების პროცესი, ვინაიდან შესაძლებელია ეს...
იტა­ლი­ურ­მა პო­ლი­ცი­ამ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ბრინ­დიზ­ში ბი­ნე­ბის გა­ქურდვის ბრალ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: 42 წლის ლ.რ. და 44 წლის ქალ­ბა­ტო­ნი ლ.ი. და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იტა­ლი­უ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ ცენ­ტრში, აღ­მო­ა­ჩი­ნეს სახ­ლი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ბი­ნე­ბის გა­სა­ქურდ მა­ტე­რი­ა­ლურ და ტექ­ნი­კურ...