საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის დაფიქსირება, რომელსაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აწარმოებენ. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს 14 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის...
სოციალურ ქსელების საშუალებით იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ საქართველოს მოქალქეების შეცდომაში შეყვანის მიზნით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს იტალიის მთავრობამ გამოსცა ახალი საემიგრაციო კანონი, რომელიც იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი მიგრანტების ლეგალიზაციას ეხება. ამასთან დაკავშირებით DIASPORA.GE დავუკავშირდით იტალიის რესპუბლიკის სასამართლოს მედიატორს, აკრედიტირებულ თარჯიმანს იტალიაში და ასოციაცია A.I.S. პრეზიდენტს ქალბატონ ნინო რურუას: ,, უპირველესად...
..
,, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი ემიგრანტების სასარჩელო მოთხოვნები სამშენებლო კომპანია „სვეტი“-ს წინააღმდეგ და მოპასუხე მხარეს გადასახდელად დააკისრა, როგორც ძირითადი სასარჩელო თანხა, ასევე ემიგრანტების მიერ გაწეული საპროცესო ხარჯები (ბაჟის თანხა, საადვოკატო მომსახურების თანხა და ა.შ).
ჩვენი ოფისის ადვოკატებმა ემიგრანტების ინტერესების დასაცავად გამოიყენეს ყველა კანონით მონიჭებული საშუალებები,არ დააკლეს...
ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას, როგორც უვიზო მიმოსვლის, ასევე სავიზო რეჟიმის პირობებში, ნებისმიერი მოქალაქე გადის სასაზღვრო კონტროლს, რომლის შედეგად მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამის ქვეყანაში მისი შესვლის თაობაზე. გამომდინარე აქედან, რეკომენდებულია თან იქონიოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თქვენი მგზავრობის მიზანს.
ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებული ხართ...
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება რომელშიც ხაზგასმულია რომ : ,,ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების პროექტს, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სამსჯელოდ გამოვიტანეთ ამ დებულების მხოლოდ სამუშაო ვარიანტი, რომელიც ჩართული მხარეების კომენტარებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, საბოლოოდ დამტკიცებამდე დაიხვეწება და დაკორექტირდება. "
რაც შეეხება 2018 წლის 7 მაისს შესულ ცვლილებებს რომელიც შესახებაც ამავე...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით სახელმწიფომ სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში, ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თავად შეხვდა დაბრუნებულ მიგრანტებს, რომლებსაც სახელმწიფომ პროექტები დაუფინანსა. სამინტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებულ მიგრანტებს უკვე...
სებასტიან კურცის თქმით, ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების გადანაწილების პრინციპს რიგი წევრი სახელმწიფოები არ იზიარებენ, რამაც ევროკავშირის ერთიანობა საფრთხის ქვეშ დააყენა. სწორედ ამიტომ 1-ელი ივლისიდან ავსტრია საიმიგრაციო პოლიტიკის ახალ გზას მიმართავს და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს ავსტრიის პრიორიტეტი საიმიგრაციო საკითხი იქნება.
ავსტრიის კანცლერის თქმით, ოფიციალურ ვენას აღნიშნული საკითხის მოგვარებისთვის ძალიან ბევრი წინადადება ექნება. მათ...
საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, ასევე რეფერენდუმში.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ:
კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფ ამომრჩევლებს, რომლებიც დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე;
ამომრჩევლებს, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში...
გერმანიიდან დაბრუნებულმა იროდიონ მამუკაშვილმა სახელმწიფოს დახმარების თელავში საოჯახო სასტუმრო გააკეთა. სამშობლოში დაბრუნებულმა ყოფილმა ემიგრანტთმა მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამი ისარგებლა და თელავში საოჯახო სასტუმრო მისი საშუალებით გააკეთა. სასტუმრო რამდენიმე დღეში გაიხსნება და ზაფხულის სეზონიდან ტურისტებსაც უმასპინძლებს.
https://www.facebook.com/MraGovGe/videos/1717665448289145/?hc_ref=ARQ7dkyhkG67ob9OuCrhXSZZ5g95kfzTuSYiNa3rb3Qsbk45obn_ADMVAZO0rxQVo3Y&fref=nf
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ კვირას 3 ივნისს ქალაქ ათენში გამართავს შეხვედრას საქართველოდან წასულ მიგრანტებთან. ორგანიზაციის იურისტები დაინტერესებულ პირებს ადგილზე გაუწევენ იურიდიულ კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებზე. ,,სიდა“ უფასო სამართლებრივ სერვისს სთავაზობს მიგრანტებს, როგორც კონსულტაციის გაწევის, ასევე სასამართლოში წარმომადგენლობის გზით.
მისამართი: ათენი . ახარნონი. აღრინიუს ქ. N 34 & ალკამენუს ქ. N 186. დასწრება თავისუფალია...