პაატა კალანდაძის ინფორმაციით ისრაელში 500 მდე საქართველოს მოქალაქე ლეგალურად მუშაობს

0
3056
ისრაელში საქართველოს ელჩის განმარტებით, რაოდენობა და სქესი დამოკიდებულია სამუშაოს სპეციფიკაზე, რომელსაც მასპინძელი ქვეყანა თავად აწესებს.

“ისრაელში მუშახელი მიზნობრივად შემოჰყავთ. მომვლელები სახლებში,სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოს ხელოსნები ან სოფლის მეურნეობის დარგისთვის საჭირო პროფესიონალები “- ამბობს პაატა კალანდაძე.

ამ დროისთვის ისრაელში 500 ქართველი ქალი ლეგალურად მუშაობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ქართველებისთვის დამატებით ლეგალურად დასასაქმებლად კვოტები გამოყოფილი არ არის, რაც ძირითადად საზღვრის კვეთის ვადების დარღვევების შედეგია. როგორც პაატა კალანდაძე განმარტავს, მას შემდეგ რაც საქართველო ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, 2015-2016 წლებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან არალეგალური მიგრაციის ფაქტები დაფიქსირდა, რამაც უვიზო მიმოსვლის ფორმატი დააზიანა.

“ორივე მხარე ვაგძელებთ თანამშრომლობას, რომ რაც შეიძლება ნაკლები მაჩვენებელი იყოს არალეგალური ფაქტებისა, მათ შორის აქტიურად ვთანამშრომლობთ, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმდეს თანამშრომლობა ისრაელში ლეგალურად მუშახელის შემოყვანასთან დაკავშირებით”- ამბობს BMG-სთან საქართველოს ელჩი. მისი განმარტებით, პროცესი უფრო სწრაფად წარიმართებოდა, რომ არა დარღვევები მოქალაქეების მხრიდან. რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს, პაატა კალანდაძეს მისი დასახელება უჭირს, ამბობს რომ ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება.

“დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებით წარმატება გვექნება. უკვე პატარა წარმატება არის ის, რომ ისრაელში დღეს 500 ქართველი ქალი მსახურობს. რომლებიც უზრუნვეყოფილი არიან სტაბილური შემოსავლით, დაზღვევით და მათ შესაძლებლობა აქვთ წლის განავლობაში ერთი თვით დაბრუნდნენ სამშობლოში“- განმარტავს პაატა კალანდაძე.

ავტორი: ანნა ლაპიაშვილი
http://www.bm.ge