ისრაელის ელჩის განცხადებით ისრაელში დაახლოებით 15 ათასი საქართველოს მოქალაქე მუშაობს არალეგალურად

0
1799

ისრაელის ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურმა “ინტერპრესნიუსთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რომ :,, 2014 წელს, როდესაც ვიზა გაუქმდა საქართველოსა და ისრაელს შორის, ამ დროს ბევრმა ტურისტმა დაიწყო მოგზაურობა საქართველოში. სამწუხაროდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ დაახლოებით, 15 ათასი საქართველოს მაცხოვრებელი არალეგალურ მუშაობას აწარმოებდა ისრაელის სახელმწიფოში. ამ საკითხზე შედგა დიალოგი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შორის. ამ დიალოგის დროს განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ეს საქმე წინ წავიდეს. დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გააგრძელონ არალეგალური მუშაობა ისრაელის სახელმწიფოში. გადაწყდა, რომ თუ ნამდვილად აღარ მოხდება და შეწყდება ეს არალეგალური მუშაობა და სტატისტიკა დაიწევს, მაშინ, მომავალში იქნება საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, თუ როგორ შეიძლება ოფიციალური კვოტა მიეცეს სახელმწიფოებს შორის სამუშაო პირებს, რომ მათ ოფიციალურად იმსახურონ. 2017 წელს თუკი ასეთი იყო სტატისტიკა, 2018 წელს კარგი მონაცემებია”,- განაცხადა ელჩმა.