8 მაისს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა კრაკოვში - იოსებ ხახალეიშვილმა, შეხვედრა გამართა აშშ-ს გენერალურ კონსულთან ერინ ნიკერსონთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკონსულოებს შორის თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს. იოსებ ხახალეიშვილმა ხაზი გაუსვა კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას პოლონეთსა და საქართველოს შორის სავჭრო კავშირების,...
საქართველოში უცხოელის არალეგალურად დასაქმებისთვის 10 დან -20 ათას ლარიანი ჯარიმის დაწესების მოთხოვნით პარლამენტს მიმართეს. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით: საქართველოში დამსაქმებლის მიერ, იმ იმიგრანტის (უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან მოქალაქეობის არმქონე პირი) დასაქმება, რომელსაც არ აქვს კანონით გათვალისწინებული დასაქმების უფლება, გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება...
აპრილის თვეში უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი მიერ გავრცელებული ინფორმაციით ხდება ცნობილი , სამინისტროს სხვა დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ეფექტურად უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. კერძოდ, გასული თვის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის 96 მოქალაქის ქვეყნიდან გაძევება განხორციელდა.უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა...
2025 წლის 28 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, თესალონიკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა მაკოდონია-თრაკიიის საკითხებში საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კონსანტინოს გიულეკასთან.შეხვედრის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებულ საკითხებს, ხაზი გაესვა...
2025 წლის 30 აპრილს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა ესპანეთის მეფეს ფელიპე VI რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ესპანეთის სამეფო სასახლეში გაიმართა.ცერემონიის შემდეგ საქართველოს ელჩსა და ესპანეთის მეფეს შორის აუდიენცია გაიმართა, რომლის დროსაც ვრცლად ისაუბრეს და ორმხრივი მზაობა გამოიხატა საქართველოსა და...
საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები თესალონიკში ქართველ ემიგრანტებს შეხვდნენ. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ, კომიტეტის წევრმა ნოდარ ტურძელაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ თესალონიკის ქართული სამრევლოს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართეს....
ახალი რეგულაციით საქართველოში მყოფი არალეგალი მიგრანტის მიერ ხულიგნობის შემთხვევაში მას ქვეყნიდან გაძევება და 3 წლამდე ვადით საქართველოს საზღვრის კვეთა აეკძალება, უცხოელის მიერ ისეთი ქმედების ჩადენამ, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოხელის...
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 ადამიანს მიენიჭა, რაც 476-ით ნაკლებია, ვიდრე 2023 წლის 12 თვეში. საქსტატის ინფორმაციით ქვეყნების ათეული ასე ნაწილდება: წინა მოქალაქეობის ქვეყანა 2024 წელს: რუსეთის ფედერაცია - 2361, გერმანია- 251, უკრაინა- ...
2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრებებული რეგულაციები შევიდა და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესდა. „ დაწესდა კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში ,თუ აქვთ სპარსეთის ყურის ქვეყნების ვიზა...
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო მიმდინარე წლის 12 აპრილს, მონაწილეობას იღებს საქველმოქმედო გამოფენა-ბაზრობაში, რომელიც ესპანეთის დედოფლის სოფიას ფონდის პატრონაჟითა და ესპანეთში დიპლომატთა საერთაშორისო ასოციაციის (AIDE) ორგანიზებით, მადრიდის სიბელესის სასახლეში გაიმართება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ესპანეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები და ბიზნესის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა კომპანიები. ...