მმართველი პარტიის წევრმა და დიასპორის საკითხთა კომიტეტტის თავმჯდომარემ დღეს პრემიერ მინისტრს პარლამენტის ტრიბუნიდან დიასპორული ინვესტიციების ხელშემწყობი პროგრამების ინიციატივით მიმართა: ,,საქართულმა ემიგრაციამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ხელისუფლება, როგოც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი, ადასტურებს, რომ ეს ქვეყანა გულწრფელად მზადაა და სამშობლოს კარი მუდამ ღიაა მათთვის, ვისაც სურვილი და მონდომება გააჩნია დაბრუნდეს საქართველოში.  მაგრამ ჩვენ...
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღეს, საღამოს 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, რომელშიც დარეგისტრირებას მოახერხებს ყველა ის პირი, რომლებიც საფინანსო ორგანიზაციების მიერ ე.წ. "შავ სიაში" არიან შეყვანილი.  ამის შესახებ ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, პირველ ეტაპზე ვებ გვერდზე აიტვირთება საქართველოს, თიბისი და ლიბერთი ბანკების მომხმარებლების მონაცემები. დანარჩენი საფინანსო ორგანიზაციების ინფორმაცია ვებ გვერდზე ეტაპობრივად...
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით  წინა წელთან შედარებით 800 000 ლარით იზრდება დიასპორული პოლიტიკის მიმართულების დაფინანსება და ის 2 200 000 ლარს გახდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კუთხით დაგეგმილია დიასპორისათვის საგანმანათლებლო პროგრამების, სხვადასხვა პროექტების და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, პროექტი „იყავი შენი...
იუსტიციის სახლი საზღვარგარეთ წასვლის მსურველ მოქალაქეს კომფორტისთვის მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. იუსტიციის სახლის 22 ფილიალში მისულ მომხმარებელს საშუალება აქვს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე  ერთ სივრცეში მიიღოს: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, იქვე დააზღვიოს სამგზავრო დოკუმენტი, მიიღოს სამოგზაურო დაზღვევა და აიღოს საერთაშორისო სიმ ბარათი, რომელიც მას 200-ზე მეტ ქვეყანაში გამოადგება. სიმ ბარათის სერვისით უკვე 783-მა...
კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრებზე ზომები გაამკაცრა, ამჯერად საკარანტინო სივრცეებში მოათავსებენ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან ჩამოვლენ. დიდი ალბათობაა იმისა, რომ უამრავმა ადამიანმა, რომელსაც ბილეთები უკვე დაჯავშნული აქვს, კარანტინს თავი აარიდოს და მოგზაურობა გაურკვეველი დროით გადადოს, რამაც შესაძლოა ავიაკომპანიები დააზარალოს, ხოლო ქვეყანა კი თანდათან იზოლაციაში...
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინიციატივით  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვდნენ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს. გამართული შეხვედრის შემდეგ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ უცხოელ დიპლომატებს ესაუბრნენ საქმის დეტალებსა და გამოძიების პროცესში არსებულ დარღვევებზე. „ჩვენ ვითანამშრომლებთ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა სრულად ჩავაყენოთ საქმის კურსში, თუ რატომ...
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა გაიმართა. ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა საინტერესო იქნება ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის, ისევე როგორც საქართველოს ფარგლებს გარეთ მუდმივად მცხოვრები უცხოელი მოქალაქეებისთვის,რომელთაც ისტორიული კავშირები აქვთ საქართვე-...
ლაშა ჟვანიამ ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი განმარტავს : - ,,დღეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბ-ნ გაბი აშკენაზისთან ერთად ხელი მოვაწერე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს...
არაერთხელ აღმინიშნავს ჩვენი ქვეყნის ტოლერანტობის ხანგრძლივი ისტორიის შესახებ და ვთვლი, რომ ღირებულებების თვალსაზრისით, ჩვენ, ისტორიულად, ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ. ამ ისტორიულმა ტრადიციამ ქვეყნის უზენაეს კანონში ჰპოვა სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციას და უზრუნველყოფს თითეული ინდივიდის თანასწორუფლებიანობას. მოწყვლადი ჯგუფების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს. დემოკრატიული სახელმწიფოსათვის...
საქართველოში შემოსვლას რამდენიმე ბერძნული კომპანია განიხილავს,- ამის შესახებ bm.ge-ს საბერძნეთში საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მსხვილ ტურისტულ ჰოლდინგს Mouzenidis Group-ს საქართველოსთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვს და მომდევნო წლებში ქვეყანაში მილიონი ტურისტის შემოყვანას აპირებს. "კომპანიის დამფუძნებელი არის წარმოშობით საქართველოდან, თუმცა, ქვეყანაში მხოლოდ 25 წლის შემდეგ ჩავიდა და ადგილზე ნახა, რომ...