მთავრობამ დაპირების შესრულება დაიწყო – ნახეთ ვის მოგეხნათ ვალი

0
2531

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღეს, საღამოს 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, რომელშიც დარეგისტრირებას მოახერხებს ყველა ის პირი, რომლებიც საფინანსო ორგანიზაციების მიერ ე.წ. “შავ სიაში” არიან შეყვანილი.

 ამის შესახებ ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.პრემიერის თქმით, პირველ ეტაპზე ვებ გვერდზე აიტვირთება საქართველოს, თიბისი და ლიბერთი ბანკების მომხმარებლების მონაცემები. დანარჩენი საფინანსო ორგანიზაციების ინფორმაცია ვებ გვერდზე ეტაპობრივად მოხვდება. ბახტაძის თქმით, მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. პრემიერის თქმით, ე.წ. შავი სიიდან მოქალაქეების ამოღება 15 დეკემბრიდან მოხდება და წლის ბოლომდე დასრულდება. პრემიერის თქმით, სპეციალური ვებ გვერდის სახელწოდებაა vali.ge.