საპატიო კონსულის ინსტიტუტი დაფუძნებულია „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1963 წლის კონვენციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საკონსულო დაწესებულებების შესახებ“ კანონითა და საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ“ დებულების თანახმად. საქართველოს საპატიო კონსულად შეუძლება დაინიშნოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და არ იმყოფება...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წელს ევროპის ქვეყნებში დაკავებული ე.წ. „კანონიერი ქურდების“ და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა სტატისტიკას აქვეყნებს და აცხადებს რომ: ,, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ამ მიმართულებით უწყება ეფექტიან ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. 2018 წლის იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა...
საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განუცხადა. მისი თქმით, საკითხი განიხილება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „ფრენების შეწყვეტის საკითხი პრაქტიკულად ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება შედარებით...
შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N1 სამმართველოს (ბათუმი) N3 სასაზღვრო სექტორის (გორგაძეთი) დასაცავ მონაკვეთზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შრი-ლანკის რვა  მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების...
,,მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას, რა ესაქმება 150-კაციან აქციებზე 5-6 უცხოელ მოქალაქეს, ამაზე უნდა გასცეს პასუხი შესაბამისმა სახელმწიფომ- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მაგალითად, პოლონეთის სტატისტიკა რომ ავიღოთ, საქართველოს დაახლოებით 750 მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ჟურნალისტიკის...
2018 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთასამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც  მშობლიური ენისსწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.- ნათქვამია საგარეოს საქმეთა უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში .  მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც ისაუბრებს ქართულ დიასპორაზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ  პრიორიტეტზე . მინისტრი ასევე ყურადღებას გაამახვილებს ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის საკვირაო სკოლების საქმიანობის მნიშვნელობაზე. ღონისძიებაზე სიტყვით ასევე წარსდგებიან საქართველოს...
საქართველოს ელჩი კანადაში კონსტანტინე ქავთარაძე შეხვდა კანადის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ფრედ გორელს, რომელთანაც განიხილა კანადის ბაზარზე ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შეტანის საკითხები.
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი იცვლება. შესაბამის ბრძანებას 3 აპრილს ხელი იუსტიციის მინისტრმა მოაწერა. ცვლილება არამხოლოდ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, არამედ ბიომეტრიული დიპლომატიურ პასპორტსა და ბიომეტრიულ სამსახურებრივ პასპორტს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიულ სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტსაც...
,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნატო ჩხეიძის კანდიდატურას განიხილავს და მას საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატად უახლოეს მომავალში დაასახელებს. აღნიშნული საკითხზე კონსულტაციების არსებობა დაადასტურა ასევე  საპარლამენტო  ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარეს გიორგი ლომიამ . პატრიოტთა ალიანსი რომელიც საქართველოში მკაცრი იმიგრაციული პოლიტიკის მომხრეა მესამე პოლიტიკური ძალა იქნება ლეიბორისტული პარტიის  და პოლიტიკური გაერთიანება...
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ბრიუსელში მიგრაციის მინი სამიტს უმასპინძლებს. შეხვედრა  კვირას ბრიუსელში ჩატარდება, სადაც ლიდერები მოსალოდნელია, რომ განიხილონ ევროპული გადაწყვეტილებები მიგრაციის გამოწვევებზე, სხვა საკითხებთან ერთად. საბჭომ დაუყოვნებლივ არ დაადასტურა, თუ რომელი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან. გერმანულ გაზეთ Bild- ის ცნობით, სამიტს დაესწრებიან  საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, საბერძნეთის, ბულგარეთისა და ესპანეთის, ასევე გერმანიის ლიდერები....