როდიდან შეწყდება იტალიიდან ფრენები საქართველოს მთავრობა ამ საკითხს ჯერ ვერ წყვეტს

0
955

საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განუცხადა. მისი თქმით, საკითხი განიხილება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ფრენების შეწყვეტის საკითხი პრაქტიკულად ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება შედარებით მაღალრისკიანია. კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რეალურად, რისკები მაინც დარჩება, შეიძლება, სხვა მიმართულებიდან შემოვიდნენ. თუ გნებავთ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაცული, საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფრენები, რაც ძალიან ძვირი დაჯდება“, – განცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო აკვირდება ევროპელი პარტნიორების პრაქტიკას კორონავირუსის გავრცელებისგან დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

„გვირჩევნია, უფრო ამ გზით ვიაროთ, რომ ინდივიდუალურად შევამოწმოთ, ვნახოთ, რისკები დავთვალოთ, შემდგომში მონიტორინგი შევძლოთ აქ ჩამოსული ადამიანების, რომ მალევე მივაკვლიოთ, თუ სიმპტომი გამოვლინდა, ვიდრე ავდგეთ და ბევრი მიმართულება გადავკეტოთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.