ელჩმა რან გიდორმა საქართველოში ებრაული სათვისტომოს მხარდაჭერისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. „ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ვარ დღეს ბატონი ბიძინას და მისი მეუღლის სტუმარი. თბილისში 3 კვირის წინ ჩამოვედი ისრაელის ახალი ელჩის სტატუსით. ძალიან მინდოდა, პირადად მომეხსენებინა მადლობა თქვენთვის, როგორც ისრაელის დიდი მეგობრისთვის. ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, თქვენ სტუმრობდით ისრაელს. იმედი...
2020 წლის 1 იანვარს საბერძნეთის რესპუბლიკაში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენ-ლობაში ცვლილებები განხორციელდა. მისიის ხელმძღვანელს 2019 წლის 31 დეკემბერს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა,რომელიც 2014 წლიდან ასრულებდა ამ ფუნქციას და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა 2020 წლის 1 იანვრიდან  საქმეთა დროებითი რწმუნებულის სტატუსით  დარეჯან მუმლაძემ ჩაიბარა, რომელსაც სავარაუდოდ წელსვე გამოცდილი დიპლომატი დავით დონდუა, როგორც საქართველოს  საგანგებო და  სრულუფლებიანი ...
სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის დიასპორის მინისრტთან ერთად იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა . ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას ისრაელის დიასპორის მინისტრ ციპი ხოტოველთან ერთად, რომლის მშობლებიც საქართველოში დაბადებულები არიან იერუსალიმის მერი მოშე ლიონი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა საკონსულოს ახალი ოფისის გახსნისას აღნიშნა, ნიშანდობლივია, რომ ოფისის გახსნა ხდება იმ დროს, როცა...
ლაშა ჟვანიას განმარტებით პრეზიდენტის ინიციატივა ისრაელში მყოფი ემიგრანტების ლეგალ მაცხოვრებლებად ყოფნას მოემსახურება. მისი განცხადებით - ,, საქართველოსთან „ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნიდან არალეგალური ნაკადის შემცირებას და საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ლეგალურად დასაქმდნენ ისრაელში“ - განაცხადა საქართველოს საგენგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია...
საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ქართული დიპლომატიური მისია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს: ,, გაცნობებთ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა არაკვალიფიციური ადამიანებისა და ორგანიზაციების მიერ ქართველი ემიგრანტებისთვის იურიდიულ დახმარების გაწევის შემთხვევები, რაც იწვევს მათი უფლებების დარღვევას და ართულებს მათთვის კვალიფიციური დახმარების აღმოჩენის პროცესს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ...
საქართველოს მოქმედი კანომდებლობის თანახმად, ქვეყნებში სადაც აშშ დოლარი არ წარმოადგენს ეროვნულ ვალუტას და მოქმედებენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად 2020 წელს ახალი ღირებულება დადგინდა, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობის თანახმად საკონსულოებში პასპორტის მისაღებად მომსახურების საფასურად 130 აშშ დოლარია დადგენილი, ევროპის  ქვეყნებში სადაც ეროვნული ვალუტად ევრო გამოიყენება  საქართველოს მოქალაქეები 2020 წელს საკუთარი...
როგორც რამდენიმე დრის წინ გახდა ცნობილი განათლების და კულტურის სამინისტროების კვლავ გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღწეულია. როგორც ცნობილია კულტურის სამინისტროს ცალკე სახელმწიფო უწყებად არსებობას კულტურის მოღვაწეები  აქტიურად უჭერდნენ მხარს და მის კვლავ ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბებას ითხოვდენ, რასაც საქართველოს მთავრობის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილება მოყვა. აღნიშნულ ფაქტს არაერთი დადებითი შეფასება მოყვა საექსპერტო...
20 იანვარს, განათლების საერთაშორისო ცენტრში იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრა. ღონისძიება, იტალიის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრას იტალიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებული საზოგადოება დაესწრო. პრეზენტაციაზე იტალიის აქვილასა და მოდენას უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, უნივერსიტეტში მიღებისა თუ სწავლის...
საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია კულტურის მინისტრობის კანდიდატად სახელდება. ამის შესახებ ინფომაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, მმართველ გუნდში კულტურის მინისტრის კანდიდატურაზე იმსჯელეს და ერთ-ერთ კანდიდატად პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დასახელდა. ბექა ოდიშარიას გარდა, კულტურის მინისტრის პოსტზე განიხილება...
 სულ ახლახანს მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა:,,მისი პორტფელი  კულტურის სფეროში საქმიანობას, კერძოდ ქართული კულტურის პოპულარიზაციას მოიცავს იტალიაში." საქართველოს დიპლომატიური მისიის ახალ თანამშრომელს მისიის ხელმძღვანელთან, დიასპორის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ კოტე სურგულაძის ხელმძღვანელობით შემდგომი დიპლომატები დახვდებიან: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე დესპანი დავით ბაზერაშვილი dbazerashvili@mfa.gov.ge უფროსი მრჩეველი სოფიკო...