ბელორუსის რესპუბლიკის დედაქალაქ მინსკში 2006 წელს საზოგადოებრივი გაერთიანება - ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „მამული“ / Грамадскае аб’яднанне - Грузінскае культурна-асветніцкае таварыства „МАМУЛІ“ / დაარსდა. რომლის მიზანიც ადგილსამყოფელ ქვეყანაში ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობაა. საზოგადოებრივი გაერთიანებასთან ფუნქციონირებს ორი ქართული საკვირაო სკოლა და ცეკვის ანსამბლი „Солнечная Грузия“. საზოგადოება გამოსცემს საინფორმაციო ბუკლეტს...
ემიგრანტი ბავშვებისთვის ახალი პროექტი იწყება - ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარის ნანა თევდორაძის განცხადებით ქუთაისის მერია ემიგრანტ ბავშვებს ბაკურიანში დაასვენებს. ,, გამორჩეული ორ კვირიანი საზაფხულო არდადეგები ელოდებათ ჩვენი ემიგრანტების შვილებს , ჩვენს მოსწავლე-ახალგაზრდობას სამშობლოში. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ვიწყებთ უნიკალურ...
2025 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძემ, საქართველოს საელჩოში უმასპინძლა ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია ,,იბერია” F C Iberia Athens დამფუძნებელსა და დირექტორს, ვალერი ბურჯალიანს. როგორც საბერძნეთში საქართველოს საელჩო იტყობინება შეხვედრაზე საუბარი შეეხო ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის განვითარებისა...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქართული კულტურის დღეები გაიმართა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში. ღონისძიება პოლონეთში ქართული დიასპორის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც დამთვალიერებლის წინაშე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. კულტურის დღეებზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობები. ღონისძიება...
მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლს საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და...
2025 წლის 10 აგვისტოს ქ. ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლოს ტაძარში (Chiesa di Santa Chiara) გაიმართა ქ. ბარიში ახლად დანიშნული გენერალური კონსულის, ირაკლი ქოიავას შეხვედრა ქართულ დიასპორასთან. მან სიტყვით მიმართა დიასპორის წარმომადგენლებს. გენერალურმა კონსულმა ისაუბრა სახელმწიფოსათვის დიასპორასთან ურთიერთობის მნიშვნელობასა...
2025 წლის 13 აგვისტოს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქალაქ კრაკოვში, იოსებ ხახალეიშვილმა, შეხვედრა გამართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს გენერალური საკონსულოს სამომავლო გეგმები და ის მომსახურებები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ სარგებლობა. ამასთან, აღსანიშნავია,რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მე- 17 წლისთავთან დაკავშირებით, შეხვედრის...
თქვენი წარმომადგენლობა საკმაოდ დიდი ხანია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველოს დიდი დიასპორა ჰყავს იტალიაში, ეს მნიშვნელოვანი თემია, მნიშვნელოვანი, აქტიური დიასპორაა და ეს დიასპორა გვეხმარება მილანის თანამედროვე ცხოვრების ხორცშესხმაში, – ამის შესახებ მილანის მერმა ჯუზეპე სალამ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. საკონსულოს გახსნის ოფიციალურ...