პატრიარქი ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შეხვდა

0
4511

ა.წ. 28 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ახალგარზდებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა. მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იბერიელები“, რომელთაც შეასრულეს ქართული ცეკვები.

ანსამბლის ხელმძღვნელმა, ბატონმა გოჩა მაღლაკელიძემ ხაზი გაუსვა იმ სიყვარულსა და მონდომებას, რომელსაც ქართველი ბავშვები იჩენენ ჩვენი კულტურის შესწავლისას და აღნიშნა ქ-ნ დიანა ბაგრატიონის და სხვათა ღვაწლი ,,იბერიელების“ წარმატებაში.

მისმა უწმინდესობამ დალოცა ახალგაზრდები და უსურვა საფუძვლიანი განათლების მიღება და სამშობლოს სამსახურში ყოფნა.- ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.