დონალდ ტუსკის განცხადებით ევროპელი ლიდერები საიმიგრაციო კრიზისის ერთობლივ პოლიტიკაზე შეთანხმდნენ

0
1210

BBC-ის ინფორმაციით, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი შეეხება ზღვაზე გადარჩენილი მიგრანტებისთვის ცენტრების გახსნას ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომლებიც ამას დათანხმდებიან. გარდა ამისა, ევროკავშირი აპირებს ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში გახსნას ლტოლვილთა ბანაკი, რათა შეამციროს ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების ნაკადი. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნები დათანხმდებიან ლტოლვილებისთვის ბანაკების გახსნას. ცნობილია, რომ გასულ კვირას მაროკომ ამ ინიციატივაზე უარი თქვა.

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ საზღვრების კონტროლი გაძლიერდება, ხოლო თურქეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებისთვის დაფინანსების გაზრდაა დაგეგმილი.

სამიტზე გადაწყდა ისიც, რომ აუცილებელია მიგრანტების გადაადგილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიგნით შეწყდეს. სწორედ ამიტომ ბლოკი დამატებითი ზომების მიღებას გეგმავს.

შეთანხმება ითვალისწინებს იმასაც, რომ უნდა მოხდეს პრევენცია ახალი საზღვაო თუ სახმელეთო მარშრუტების, რომლითაც მიგრანტები ევროპაში ჩადიან.

ასევე გასაწევია დამატებითი სამუშაო სამიგრაციო პოლიტიკის თაობაზე, რომელიც დუბლინის ხელშეკრულებას ეხება. შესაძლებელია ამ ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდეს,

იტალიის ახალი მთავრობა დუბლინის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდა. ამ ხელშეკრულებით ევროპაში მიგრანტების მიღება რეგულირდება. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში საფრთხე ემუქრებოდა ევროკავშირის შენგენის ზონას, რომელშიც გადაადგილება ვიზების გარეშე შეიძლება.

დუბლინის ხელშეკრულების თანახმად, თავშესაფრის მიწოდებაზე განაცხადი უნდა განიხილოს ევროკავშირის იმ ქვეყანამ, რომელიც პირველია, სადაც მიგრანტი ან დევნილი შედის.

სწორედ ამიტომ  საიმიგრაციო საკითხთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული შეხედულებების გამო, იტალიამ სამიტზე მიღებული საერთო დოკუმენტი, რომელიც გაერთიანების უსაფრთხოებას ეხებოდა, დაბლოკა. მანამდე ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ მიგრაციის თემა შესაძლოა, ევროკავშირისთვის საბედისწერო ყოფილიყო და ბლოკი დაშლამდეც კი მიეყვანა.

თუმცა, საბოლოოდ 28-ვე სახელმწიფომ კონსენსუსს მიაღწია. ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტია. განხილვის მთავარი საგანი სწორედ საიმიგრაციო კრიზისია.

Donald Tusk

@eucopresident

EU28 leaders have agreed on conclusions incl. migration.