ქუთაისსა და ნიკეას მინიციპალიტეტებს შორის 40 წლის წინ ხელმოწერილი მეგობრობის მემორანდუმის განახლება და საიუბილეო თარიღის აღნიშვნა იგეგმება - ინფორმაცია საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ საჯარო რელიზით იქნა დადასტურებული. როგორც დიპლომატიური მისიია იტყობინება საქართველოს ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთში, ლევან ბერიძემ შეხვედრა ...
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა. ცერემონიის ფარგლებში პრეზიდენტთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. „მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, გადამეცა რწმუნებათა...
ქალაქ ათენში საქართველოს საკონსულო ემიგრანტებს განცხადებით მიმართავს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ : ,,კლიმატური კრიზისებისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს, სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული ხანძრის საფრთხის პროგნოზირების რუკის თანახმად, მიმდინარე პერიოდში ხანძრის ძალიან მაღალი რისკი (კატეგორია 4) არსებობს შემდეგ ტერიტორიებზე: 🔘ატიკის რეგიონი
ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეების ჩამოფრენის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი იმყოფებოდა.
15-16 ივნისს, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, შედგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის სამუშაო ვიზიტი ქ.კონსტანცაში, რომელიც ბათუმის დაძმობილებული ქალაქია 2020 წლიდან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრები კონსტანტას მერთან ვირჯილ ჩიცაკთან, სამხარეო ადმინისტრაციის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან რაზვან ფილიპესკუსთან, საბჭოს მრჩეველთან კულტურის საკითხებში...
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია და შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს, საელჩო მოქალაქეებს აუცილებელ ნაბიჯებს ახსენებს.„წითელი განგაშის“ სირენის ჩართვის შემდეგ – დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების...
2025 წლის 8 ივნისს, ქ. ხულონში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა ქალაქის მერთან, შაი ქეინანთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.ასევე, საუბარი შეეხო ხულონისა და ქუთაისის დამეგობრობის საკითხს.
ონის მერმა სერგი ხიდაშელმა ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით ონთან დაძმობილებულ ქალაქ პოპოვის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრები გამართა. პოპოვოს მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბულგარეთს რამდენიმე დღის წინ ეწვია. მერმა...
ჩვენი თანამემამულეების ინტერესების სათანადოდ დაცვისთვის და სერვისების ხელმისაწვდომობისთვის, მილანში გენერალური საკონსულოს არსებობა საჭირო და მნიშვნელოვანია - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მილანში გენერალური საკონსულოს ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. იტალიის ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც, როგორც საქართველოს, ისე...
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა. საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ გახსნასა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ვისკონტების სასახლეში გაიმართა. ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და იტალიის სახელმწიფო ჰიმნები. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა...