რამდენი მილიონი დოლარი გადაირიცხა საქართველოში 2017 წლის დეკემბერში.

0
3608

2017 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 138.4 მლნ აშშ დოლარი, 361.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16.3 პროცენტით (19.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.  უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი მოდიოდა.

  ევროკავშირის წევრი ქვეყნებდან საქართველოში.- 45.2 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, საიდანაც იტალიის ხვედრითი წილი 15.4 მლნ აშშ დოლარია, საბერძნეთის – 15.1მლნ აშშ დოლარი , გერმანიის- 3.8 მლნ აშშ დოლარი , ესპანეთის -3.6 მლნ აშშ დოლარი, საფრანგეთის- 1.6 მლნ აშშ დოლარი, ხოლო გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში მხოლოდ 1.4 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა . 

  ევროკავშირის შემდგომ ყველაზე დიდი ფულადი გზავნილების მოცულობით გასული წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაცია გამოირჩეოდა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს დაახლოებით 0.2 მლნ. აშშ დოლარით ჩამორჩა და საქართველოში 45.0 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილი განახორციელა. რაც შეეხება აშშ – დან განხორციელებულ ფულად გზავნილებს აქაც სტაბილურობა აღინიშნებოდა და 13.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რომელსაც ისრაელი 12.4 მლნ. აშშ დოლარით და 10.0 მლნ აშშ დოლარით თურქეთი მოყვნენ. შედარებით დაბალი გადარიცხვები დაფიქსირდა უკრაინიდან საიდანაც მხოლოდ 2.6 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა საქართველოში, ისევე როგორც აზერბაიჯანიდან 1.5 მლნ. აშშ დოლარი, რეიტინგის ბოლოს აღმოჩნდნენ ყაზახეთი 1.2 მლნ. აშშ დოლარით და კანადა 1.1 მლნ. აშშ დოლარით.
საბოლოო მონაცემებით 2017 წლის მხოლოდ დეკემბრის თვეში საქართველოში 138.4 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი შევიდა.