საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით :„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამა, სახელმწიფოს დაფინანსებით, 2015 წლიდან ამოქმედდა და წელს მისი ბიუჯეტი 650 000 ლარს შეადგენს. პროგრამა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალური პროექტების დაფინანსებას, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, უფასო სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების დაფინანსებასა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2017 წლიდან პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიას ფარავს და სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა მომართვიანობა წლიდან წლამდე იზრდება. მისივე ინფორმაციით საქართველოში უცხოეთში წასული არალეგალი მიგრანტების და ნებაყოფლობით დაბრუნებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. დაბრუნებულთა უმეტესობა მისივე მონაცემებით სამშობლოში დაბრუნდა ევროპული ქვეყნებიდან დაბრუნდნენ, სადაც პირველ ადგილზეა საბერძნეთი , რომელსაც შემდგომ მოყვებიან გერმანია,რუსეთი, თურქეთი, ავსტრია, ისრაელი და ბოლოს იტალია.
იხილეთ ვიდეო ჩანაწერი: