რა ფუნქციების შესრულებას ავალდებულებს საქართველოს კანონმდებლობა კონსულს.

0
16863
    ემიგრანტების მხრიდან ხშირად ისმის უკმაყოფილება საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და განსაკუთრებით საკონსულო სამსახურის თანამშრომელთა მიმართ. ხშირ შემთხვევაში უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალქეების პრეტენზიები რეალობასთან ახლოსაა ხშირად კი კონსულის და ზოგადად საკონსულოს თანამშრომელთა უფლება – მოვალეობებს სცილდება. რა ევალება უცხოეთში საქართველოს სახელმწიფოს მიერ წარგზავნილ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დასაქმებულ და საქართველოს მოქალაქეთა მომსახურებისთვის წარგზავნილ საჯარო მოხელეებს ამის შესახებ ინფორმაცია განსაზღვრულია საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ , საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის №792 კანონით .

  მის პირველივე მუხლში ვკითხულობთ: ,,საქართველოს საკონსულო დაწესებულებები იცავენ საზღვარგარეთ საქართველოს, საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებსა და ინტერესებს. საკონსულო დაწესებულებები ხელს უწყობენ საქართველოს მეგობრული ურთიერთობების განვითარებას სხვა სახელმწიფოებთან, ეკონომიკური, სავაჭრო, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული კავშირურთიერთობისა და ტურიზმის გაფართოებას.( საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №792 – საქართველოს პარლამენტის უწყებანი №33, 31.07.1997 წ., გვ.53) მის მეშვიდე მუხლში კი კონსულის ფუნქციები განმარტებული და აღნიშნულია რომ : ,,კონსული ასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს. მას შეუძლია შეასრულოს სხვა ფუნქციებიც, რომლებიც აკრძალული არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, ან რომელთა აღსრულების საწინააღმდეგო არაფერი აქვს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს, ან რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლის მონაწილეც არიან საქართველო და ადგილსამყოფელი სახელმწიფო.“

აღსანიშნავია რომ ამავე საქართველოს კანონმდებლებმა როდესაც აღნიშნული კანონი შეიმუშავეს უცხოეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებზე ზრუნვის საკითხი არ გამორჩათ და მათი პრობლემური საკითხების გადაწყვეტა სწორედ საკონსულო თანამდებობის პირებს მიაკუთვნეს. მესამე თავის 24 -ე მუხლი ხასგასმით აღნიშნავს რომ:,, კონსული ვალდებულია ყველაფერი იღონოს საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა დარღვეული კანონიერი უფლებების აღსადგენად. “ მომდევნო მუხლებში კი ვკითხულობთ : ,,კონსული თავის საკონსულო ოლქში დროებით მყოფ საქართველოს მოქალაქეს აცნობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მისთვის საინტერესო საკანონმდებლო აქტებს, აგრეთვე ადგილობრივი წეს-ჩვეულებებს და აძლევს საჭირო განმარტებებს. “ ხოლო 28 მუხლი მართლაც სანიმუშოდ და ძალზედ მომხიბვლელად გამოიყურება და გვამცნობს რომ : ,,კონსული ხელს უწყობს თავის საკონსულო ოლქში მყოფ საქართველოს მოქალაქეთათვის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა მოწყობას.” – კანონის ეს ნაწილი განსაკუთრებით საყურადღებო ალბათ დიაპორული ორგანიზაციების წევრებისა და მათი ხელმძღვანელებისთვისაა და საინტერესო პერსპექტივას უჩენს მათ საკონსულოსთან ერთად დაგეგმონ და განახორციელონ ჩვენი ქვეყნის დადებითი იმიჯის სახალხო დიპლომატიური მიმართულება ხოლო ჩვენი მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა გააცნონ ადგილსამყოფელი ქვეყნების მოსახლეობას, კონსულებს კი პირდაპირ ავალდებულებს საკონსულო თანამდებობაზე დათანხმებამდე ან მინიმუმ სამუშაოს შერულებამდე გაეცნონ და შეისწავლონ იმ ქვეყნების ისტორია, კულტურა და წეს-ჩვეულებები სადაც აპირებენ მეტად საპასუხისმგებლო მოღვაწეობას.

საინტერესოა ის ფაქტიც რომ ამავე კანონით კონსულებს კანონი პირდაპირ ავალებს საქართველოს მოქალაქეთა ადვიკატირებას , რომელიც მათ კეთილ ნებას სულაც არ გამოხატავს და სახელმწიფო ბიუჯეტი როგორც ჩანს მათ ამ ფუნქციის შესრულებისთვის უხდის ჯამაგირს , კერძოდ კანონსი ვკითხულობთ: ,, კონსულს უფლება აქვს მინდობილობის გარეშე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დაწესებულებებში წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქეთა უფლებები, თუ ისინი არ იმყოფებიან ადგილზე და საქმის გაძღოლა არ მიუნდვიათ რომელიმე პირისათვის, ან არ შეუძლიათ დაიცვან თავიანთი ინტერესები სხვა მიზეზების გამო. ეს წარმომადგენლობა გრძელდება მანამდე, ვიდრე წარმომადგენელი პირები არ დანიშნავენ თავიანთ რწმუნებულებს ან თავად არ იკისრებენ თავიანთი უფლებებისა და ინტერესების დაცვას (მუხლი 29) ამასთან კონსული ვალდებულია თვალყური ადევნოს, რომ საქართველოს იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც დაპატიმრებულია ან დაკავებულია იმის გამო, რომ ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში, ან რომლის მიმართ გამოყენებულია სხვა ღონისძიებები, რომლებიც ზღუდავს საქართველოს მოქალაქის თავისუფლებას, ან რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით, ან რომლის მიმართ იყენებენ სასამართლო ან ადმინისტრაციული ზემოქმედების სხვა ზომებს, დაცულ იქნეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობა და ის ხელშეკრულებები, რომლებიც საქართველოს დადებული აქვს ამ სახელმწიფოსთან. კონსული ვალდებულია დაინტერესებულ პირთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით მოინახულოს საქართველოს მოქალაქენი, რომლებიც იმყოფებიან საპატიმრო ადგილებში, და გაარკვიოს მათი პატიმრობის  პირობები. კონსული აგრეთვე ვალდებულია თვალყური ადევნოს, რომ ასეთი მოქალაქენი იყოლიონ სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებში და მათ მიმართ დამოკიდებულება არ იყოს სასტიკი და ადამიანის ღირსების შემლახავი.” (მუხლი 38)

საქართველოს მოქალაქეებს კი რომლებსაც უცხოეთში არავინ არ ყავს ღმერთმა ყველა დაიფაროს და უბედური შემთხვევების დროს შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ რომ მათ ქონებას საფრთხე არ ემუქრება და მათი პატრონი და მიმხედავი ამავე კანონის თანახმად ადგილამსყოფელ ქვეყანაში წარგზავნილი კონსულია – ,, კონსული ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ქონების დასაცავად. თუ დარჩენილი ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ ფუჭდება, ან მისი შენახვა განსაკუთრებით ძვირია, კონსულს უფლება აქვს, მემკვიდრესთან შეთანხმებით, გაყიდოს ეს ქონება და აღებული თანხა გაგზავნოს კუთვნილებისამებრ. ასევე კონსული იბარებს სამემკვიდრეო ქონებას საქართველოში მყოფი მემკვიდრეებისათვის გადასაცემად და კონსული შესანახად იღებს საქართველოს მოქალაქეთა კუთვნილ ფულს, ფასეულობას, ფასიან ქაღალდებსა და დოკუმენტებს. ხოლო პირის გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში, რომელსაც ეკუთნოდა შესანახად ჩაბარებული ქონება, ასეთი ქონების მიმართ გამოიყენება ამ კანონის 35-ე მუხლის დებულებები.” (მუხლი 35-37).

როგორც ვხედავთ საქართველოს კანონდებლობა კონსულებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასორტების გაცემისა სხვა იურიდიული მომსახურეობებისთვის არ აგზავნის საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ დიპ. წარმომადგენლობებში და მათი ფუნქციები და ვალდებულებები გაცილებით მეტია. სწორედ ამიტომ მათი სამსახურეობრივი ფუნქციების შედარება იუსტიციის სახლის მუშაკებთან და ნოტარიუსებთან ვფიქრობ არცთუ სწორია. ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის . საქართველოს მოქალაქეებმა კი საკუთარი უფლებების დასაცავად ამავე კანონმდებლობით თავისუფლად შეუძლიათ მიმართონ საკონსულოს წარმომადგენლებს ვინაიდან ამ უფლებას მათ საქართველოს კანონმდებლობა ანიჭებთ და კონსულების მხრიდან გაწეული მსგავსი ტიპის მომსახურება მათი კეთილი ნება სულაც არაა.
ავთანდილ გიუნაშვილი.