3 ივნისს ათენში ემიგრანტებს სიდას იურისტებთან შეხვედრა შეეძლებათ.

0
1489

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ კვირას  3 ივნისს ქალაქ ათენში გამართავს შეხვედრას საქართველოდან წასულ მიგრანტებთან.  ორგანიზაციის იურისტები დაინტერესებულ პირებს ადგილზე გაუწევენ იურიდიულ კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებზე.  ,,სიდა“ უფასო სამართლებრივ სერვისს სთავაზობს მიგრანტებს, როგორც კონსულტაციის გაწევის, ასევე სასამართლოში წარმომადგენლობის გზით.

მისამართი: ათენი . ახარნონი. აღრინიუს ქ. N 34 & ალკამენუს ქ. N 186.  დასწრება თავისუფალია შეხვედრა შესაძლებელი იქნება 15 :00 სთ – დან.  

ემიგრანტების შეხვედრა კვალიფიციურ იურისტებთან შედგება პროექტის ფარგლებში რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (სიდა), „ღია საზოგადოების ფონდების“ ფინანსური მხარდაჭერით,ახორციელებს – „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“,  რომლის მიზანიც არის სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, მთავრობის, ბიზნესისა და მედიის ძალისხმევის გაერთიანება, ამჟამინდელი, პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტების უფლებების ეფექტიანი დაცვისა და გაძლიერებისთვის და მიგრაციის სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობისთვის. ,,სიდა“ პროექტის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის სამთავრობო კომისიის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისა და მიგრანტთა პირველი ნაბიჯების შესახებ ატარებს საინფორმაციო კამპანიებსა და ტრენინგებს.

პროექტის ამოცანები:

  • არარეგულირებული მიგრაციის ფენომენის გათვალისწინებით, მიგრანტთა დაცვა მათი უფლებების ხელყოფისგან, მიგრაციის ლეგალური გზების წახალისება მიგრანტთა შესაძლებლობების გაძლიერებით, სათანადო კონსულტაციების გაწევით, ადვოკატირებითა და შესაბამისი სამართლებრივი დახმარების გზით.

  • მიგრანტთა უფლებების მხარდაჭერა – მიგრაციის სფეროში არსებული ქვეყნის ეროვნული პოლიტიკის და საქართველო-ევროკავშირს შორის ამ მიმართებით არსებული შეთანხმებების გათვალისწინებით – საქართველოს მთავრობის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების სათანადო იმპლემენტაციის მონიტორინგის გზით.