ბელგიის პრემიერი საზღვრების მკაცრი კონტროლის მომხრეა.

0
1252

მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით, ბელგიის პრემიერმინისტრ შარლ მიშელს მკაცრი კონტროლის დაწესების პოზიცია აქვს, მისი განცხადებით, “შენგენის” ზონაში თავისუფალი გადაადგილების შესანარჩუნებლად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ მკაცრი სასაზღვრო კონტროლი.

“ჩვენ რამდენიმე პრიორიტეტი გვაქვს. უპირველეს ყოვლისა თუ გვსურს შევინარჩუნოთ თავისუფალი გადაადგილება შენგენის ზონაში, მაშინ მკაცრად უნდა ვაკონტროლოთ გარე საზღვრები. მეორე პრიორიტეტი კი ის არის, რომ შევისწავლოთ და განვსაზღვროთ როგორ ურთიერთქმედებაში იქნება მათი მიღება სამართლებრივ ნორმებთან”, – განაცხადა ბელგიის პრემიერმინისტრმა.

ევროკავშირში მიგრანტებთან დაკავშირებული ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ევროგაერთიანების ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ საკითხს შემაშფოთებლად მიიჩნევს. ბელგიის მთავრობა კი ერთ-ერთია ვინც მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად  მკაცრი ზომების მიღების მომხრე მთავრობების ჯგუფის წევრად მოაზრება.