კომპანია სვეტისგან დაზარალებულებს თანხების უკან დაბრუნების შანსი გაუჩნდათ

0
7286

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი სამშენებლო კომპანია ,,სვეტის” ქონება საქალაქო სასამართლოს მიერ დაყადაღდა და საქმეს ფინანსური პოლიცია იძიებს. სამშენებლო კომპანია ,,სვეტის” მენაშენეების დიდი ნაწილი ქართველი ემიგრანტები არიან, რომლებმაც საკუთარი მძიმე შრომის შედეგად დანაზოგი თანხები სამშობლოში დაბრუნების და საკუთარი საცხოვრებელი ადგილის შესაქმნელად აღნიშნულ კომპანიას ანდეს და მწარედაც მოტყუვდნენ.

ამჟამად  სამშენებლო კომპანიის ქონება დაყადაღებულია. საქმეს ფინანსური პოლიცია იძიებს და საჭიროა საბუთების მიწოდება ყველა მენაშენისაგან რათა ისინი ცნობილ იქნან დაზარალებულებად და კომპენსაცია მიიღონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ემიგრანტების თხოვნით DIASPORA.GE – მ იურისტს ქეთევან ხერკელაძეს მივმართეთ : ,,ჩემი როგორც იურისტის რეკომენდაცია იქნება სასწრაფოდ შეიტანონ სარჩელები და სარჩელის უზრუნველყოფის სახედ მოითხოვონ ქონებაზე ყადაღის დადება. რადგან თუ თანხა არ დაუბრუნდებათ ამ შემთხვევაში სვეტის ქონება გავა აუქციონზე და ამ გზით დაიბრუნებენ გადახდილ თანხებს. მაგრამ ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ მათ ვისი ბინაც უნდა ჩაბარებულიყო და ვადა დაირღვა. ვისაც ვადა არ დარღვევია მათ ეს არ შეუძლიათ.”– განაცხადა იურისტმა ქეთევან ხერკელაძემ.