განცხადება იტალიაში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

0
17936

იტალიაში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ბარის ასოციაცია A.I.S. -ს პრეზიდენტი ქ-ნი ნინა რურუა განცხადებას ავრცელებს: ,, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო დოკუმენტს.

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა ხდება მოქმედების ვადაგასული ან დაკარგული, ან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის (მგზავრობისთვის) უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი და სხვ.) სანაცვლოდ, ან მისი არარსებობის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნების მიზნით.

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა განაცხადის წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

დაინტერესებული პირის მიერ საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მიღებაზე მოთხოვნა შესაძლებელია გაკეთდეს, როგორც საკონსულო სამსახურში პირადი გამოცხადებისას, ასევე საფოსტო გზავნილის მეშვეობით.

ძირითადად ემიგანტები რომლბმაც საქართველოში იტალიიდან დაბრუნება გადაწყვიტეს ამ ტიპის უკან დასაბრუებელ საბუთს ითხოვენ, იმის შიშით რომ მესაზღვრემ დეპორტი არ ჩაურტყას.

ეს იდეა დამერწმუნეთ მცდარია
რატომ?
1) უკან დასაბრუებელი საბუთიც, ისვე როგრც თქვენი პასპორტი შეიცავს თქვენს პირად მონაცემებს და მესაზღვრეს თავისუფლად შეუძლია მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გადაგამოწმოთ.
2) იტალიიდან როდესაც საქართველოში ბრუნდებით მესაზღვრე არ ურტყავს არანაირ დეპორტის შტამპს მაშინაც კი როდესაც არალეგალი ხართ.
3)საქართველოში შესვლის დროს მესაზღვრე სასაზღვრო კონტროლის დროს ამოწმებს თქვენს მონაცემებს ბაზაში და თუ არ ხართ გასული ვიზალიბერალზაციის კანონის ამოქმედების შემდეგ არანაირ დეპორტს არ გირტყავენ . მხოლოდ ქვეყანაში შესვლის ბეჭედით შემოიფარგლებიან.
4) ხოლო მათ ვინც ვიზალიბერალზაციის კანონის ძალაში შესვლის შემდეგ გადმოლახეს საზღვარი და დაარღვიეს სავიზო რეჟიმი, მათი მონაცემები საზღვრის ელექტრონულ ბაზაში ინახება და თუნდაც ასეთი საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობით შეხვიდეთ მაინც დამრღვევად ფიქსირდებით.

ასე რომ რისკი ( იმის რისიც ასე ძალიან ეშინიათ ემიგრანტებს საკმაოდ დაბალია).
ხოლო კანონით თუ რა შემთხვევაში გაიცემა აღნიშნული მოწმობა არის: პასპორტის დაკარგვა, თუ ვადაგასულია, ან/და დაზიანებულია.
წატმატებები და მშვიდობიანად დაბრუნება სამშობლოში:” -ნათქვამია ნინო რურუას მიერ გავრცელებულ განცხადებაში საკითხის განმარტებისა და მასში სიცხადის შესატანად.