გერმანიის პოლიციამ 45 პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქე აღმოაჩინა

0
7761

გერმანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ბად-შანდაუს მახლობლად დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომლის საბუთების შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მას პოლიცია ეძებდა. ბინის ჩრეკისას კი 51 წლის კაცს კიდევ 44 პასპორტი უპოვეს, რომელიც სხვადასხვა სახელზე იყო გაცემული, თუმცა ყველა პასპორტში დაკავებულის ფოტოები იყო ჩაკრული. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

დაკავებულ პირს პოლიცია ძარცვისა და ყაჩაღობის 12 ეპიზოდს ედავება. ის გერმანიიდან ოთხჯერ არის გაძევებული, თუმცა მაინც შეძლო ქვეყანაში შესვლა.

სასამართლოზე დაკავებულმა გინება დაიწყო. მას შეურაცხყოფისა და ბინადრობის წესების დარღვევას ედავებიან.