ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ორგანიზაცია ,,ჩვენ დავბრუნდების”, პროექტს წარმატებული ემიგრანტი ქალების” ხელმძღვანელის და სხვა უამრავი საზოგადოებრივი და დიასპორული საქმიანობით ცნობილი, წლების მანძილზე აშშ -ში ემიგრაციაში მყოფი და პ/გ ,,ქართული ოცნების” აქტიური წევრის ქალბატონ ინა ასანიძის გარშემო ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
- საქართველოს პრემიერ -მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას
- დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეს
- ადამიანთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ ლომჯარიას
- დიასპორის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ რატი ბრეგაძეს.
ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დეპუტატობის მანდატს ტოვებს და კვლავ ემიგრაციაში მიემგზავრება
ბოლო დროს ჭიათურაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ფაქტობრივად სოც, ქსელში და ტელე არხებზე დიდი მითქმა მოთქმაა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება ემოციური კომფორტით კმაყოფილია ,მაგრამ რა ზეგავლენას ახდენს,( თუ მასზე ახდენენ) „საუკუნის გმირზე“ ჭიათურის პოლიციის უფროსზე, არეულ- დარეული იაფფასიანი ჩაწოდებული პოზიციები, ხელმძღვანელთაგან მხოლოდ დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე გამოეხმაურა.
ჯერ კიდევ პირამოკერილი ახალგაზრდების თათარიახლად გამომცხვარი საქმეები არ განელებულა, ჭიათურა კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ინტერესთა დაპირისპირება პარტია ოცნების წევრებს შორის მოხდა. საქმეში ჩარეულია ჭიათურის პოლიციის უფროსი. საქმეების ჭრა კერვის ოსტატები გავლენიანი ნათესავებით, თუ მეგობრებით კარგად „გულაობენ“ ქალაქში. საქმე ეხება დეპუტატს, რომელსაც ბრალად ედება ჭიათურაში მოქალაქეზე ძალადობა, ქალბატონი ინა ასანიძე,ხელისუფლებას აღარ ენდობა და პროტესტის ნიშნად ტოვებს მანდატს, რომელიც მას ხალხმა მიაკუთვნა და გაემგზავრება ემიგრაციაში. არადა ქალბატონი ინა ამერიკიდან, ჩემო საოცნებო მთავრობავ, თქვენ გიჭერდათ მხარს და თქვენთვის იბრძოდა, ეს ქალბატონი გახლავთ ორგანიზაცია“მე დავბრუნდები“დამფუძნებელი. პროექტის „წარმატებული ემიგრანტი ქალის“ავტორი, რომელიც ემიგრაციაში დიდი სიყვარულით სარგებლობს. დღეს დეპუტატი ტოვებს მანდატს მის მიმართ დადგმული უნიჭო სსპექტაკლის გამო და რატომღაც არ იკითხებიან მილიციის უფროსი და მისნი ძმანი, ან რაში სჭირდება შ. ს. ს. მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას, ასეთი პოლიცია ,რომელიც ქალაქში ქმნის მონოპოლური ძალაუფლების მქონე იმიჯს და არცხვენს უწყებას, პოლიცია უნდა იცავდეს თანამოქალაქეებს და იცავდეს სიმართლეს. ტყული ჩვენებები და ზეწოლა მოქალაქეებზე ვიღაცის მხარდაჭერის მიზნით,ძალაუფლების გადამეტებაა , თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა , სასწრაფოდ უნდა მოშორდეს პოლიციის უფროსი ქალაქიდან და ყველა, ის ადამიანები ვინც ფიგურირებენ და დისკრედიტაციას უკეთებენ სამშობლოში დაბრუნებულ ემიგრანტს. პოლიციის დაუდევრობაა ნაპოვნი მამაკაცის გაფრინდაშვილის გვამი ჭიათურაში, რომელზეც არავითარი ექსპერტიზა და გამოძიება არ ჩატარებულა, ვინ მოკლა, ან რატომ მოკლა მამაკაცი და ამ დროს პოლიცია გასცემს ბრძანებას გვამის იმ დღესვე დასაფლავების შესახებ. რამეთუ გაუხსნელი საქმე არ აიკიდონ. იქნებ დაინტერესდეს გამოძიება, იქნებ დაინტერესდეს ხელისუფლება და დაადგეს საშველი ბიძაშვილ-მამიდაშვილობის, ძმობა მეგობრობის და კლასელ- ნაცნობობის გარანტიებით სახელმწიფოს მართვას.