მოლოდინი დიდია, ყველა ქვეყნიდან მოდის კითხვები – სალომე ზურაბიშვილის განცხადება

0
1962

პარლამენტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილები პირველი მოსმენით მიიღო.  ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„ვიცი, რომ მოლოდინი დიდია, ყველა ქვეყნიდან მოდის კითხვები, როდის და როგორ იქნება კანონი მიღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენი თანამემამულეებისთვის, არამედ, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რადგან ეს პასუხობს ჩვენს დემოგრაფიულ გამოწვევებს“, -განაცხადა დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე ზურაბიშვილმა.

ცვლილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, საქართველოს მოქალაქეობა იმ შემთხვევაში შეუნარჩუნდება, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობამდე, საქართველოდან ქართული პარსპორტის შენარჩუნებაზე თანხმობას მიიღებს

2017 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ახალი კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება აკრძალული აღარ არის.