ხერხები რომლის გამოყენებითაც თავშესაფარს ითხოვენ ქართველები ევროპაში – ემიგრანტების მონათხრობი

0
3445

ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები – ძნელია ვარაუდის დონეზე მაინც იმის გამოცნობა, ეს თემა რამდენ ხანს იქნება აქტუალური და, რაც მთავარია, პრობლემური. თვეში რამდენჯერმე ევროპული გამოცემები თავშესაფრის მაძიებელთა ახალ-ახალ სტატისტიკას აქვეყნებენ და ყოველი მომდევნო წინაზე საგანგაშოა.

ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს და არასახარბიელო მონაცემებს აქვეყნებს გერმანული მედია. ქართული საზოგადოების ნაწილის ვერსიით, ეს რუსეთი პროპაგანდის ნაწილია. სხვები კი ამ სტატისტიკას სახიფათოდ აღიქვამენ და შესაძლო გართულებებზე საუბრობენ.

AMBEBI.GE- სთან საუბარში გერმანიაში არალეგალურად მცხოვრები ქართველი გოგონა ამბობს, რომ უარის შემთხვევაში, ადვოკატის რჩევით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ვიდრე სასამართლო პროცესი იქნება, რომელიც როგორც წესი, დროში იწელება, ის სხვა ქვეყანაში გადასვლას მოასწრებს. “მე ადვოკატის ფული არ მაქვს, მაგრამ მათ აქ არსებული საერთაშორისო ორგანაზიციები აფინანსებენ. ეს ერთგვარი უფლებადამცველი ორგანიზაციებია, რომელთაც, როგორც ვიცი, პროექტები აქვთ და ფინანსურ დივიდენდებზე მუშაობენ. ამიტომ მიყვარს ევროპა – შანსს გაძლევს, თუ იბრძოლებ, შეიძლება წარმატებას მიაღწიო. ჩემი ნებით დაბრუნებას არ ვაპირებ”, – ამბობს ის. ლტოლვილთა თავშესაფარში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ, თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრეს 32 წლის ნანას, რომელიც გერმანიას უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ეწვია და სამშობლოში დაბრუნება ერთი კვირის შემდეგ მოუწევს. “არიან ისეთებიც, ვინც პასუხის მოსვლამდე სხვა ქვეყანაში გადავიდა. ევროპაში გადაადგილება უპრობლემოდ ხდება, თუმცა, ასევე უპრობლემოდ ხდება მათი აყვანა და დეპორტაცია. ზოგს უმართლებს და რჩება. მეც ვნანობ, რომ იგივე არ გავაკეთე, – დეპორტაციას ავცდებოდი. ეს ჩემი სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი შანსი იყო. დაბრუნების შემდეგ, ალბათ საბუთებს შევცვლი და თურქეთში გადავალ. არადა, ამ განცხადებაში მივუთითე, რომ უკიდურესად მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ვითხოვდი თავშესაფარს, მაგრამ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთო, – მითხრეს.

აქ არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბას იბ­რა­ლებს. ერთ შუ­ახ­ნის ქალ­ზე გა­ვი­გე და გა­მიკ­ვირ­და. თუმ­ცა, ამ ბოლო დროს მა­თაც მკაც­რად აკონ­ტრო­ლე­ბენ და, რო­გორც ვიცი, ისი­ნიც გა­მო­უშ­ვეს”, – ამ­ბობს ის ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

ევ­რო­პე­ლე­ბის მწვა­ვე კრი­ტი­კის ფონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუ­შა­ობს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ ახალ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე, რო­მელ­შიც მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლამ­დე შე­მოწ­მდე­ბი­ან. ქარ­თველ მე­სა­ზღვრეს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა, იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც მათ ვერ წა­რუდ­გე­ნენ სა­ვი­ზო ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­ხედ­ვით გან­სა­ზღვრულ კონ­კრე­ტულ დო­კუ­მენ­ტებს (მოქ­მედ ბი­ო­მეტ­რი­ულ პას­პორ­ტს, უკან და­საბ­რუ­ნე­ბელ სამ­გზავ­რო ბი­ლეთს, სას­ტუმ­როს ჯავ­შანს ან ევ­რო­პა­ში ლე­გა­ლუ­რად მცხოვ­რე­ბი მას­პინ­ძლის მი­სა­მართს, სა­მოგ­ზა­უ­რო და­ზღვე­ვას და მოგ­ზა­უ­რო­ბის ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს), ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა აუკ­რძა­ლოს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ნონპ­რო­ექ­ტზე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, ეკა ბე­სე­ლია, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, გი­ორ­გი ვოლ­სკი, კა­ხა­ბერ კუ­ჭა­ვა, ოთარ და­ნე­ლია, გი­ორ­გი ხა­ტი­ძე და ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძემ იმუ­შა­ვეს.

გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა “შპი­ე­გე­ლის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, გერ­მა­ნი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­დან თავ­შე­საფ­რის მთხოვ­ნელ­თა რი­ცხვი გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. კერ­ძოდ, გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, 2018 წლის იან­ვრი­დან მარ­ტამ­დე გერ­მა­ნი­ას თავ­შე­საფ­რის მი­ნი­ჭე­ბის თხოვ­ნით 1771-მა ქარ­თველ­მა მი­მარ­თა, მა­შინ, რო­დე­საც 2017 წელს მათი რი­ცხვი 601 იყო, რაც ახ­ლან­დელ­ზე თით­ქმის სამ­ჯერ ნაკ­ლე­ბია.