„ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა.დავით ბაქრაძემ, დეოკუპაციის თემასთან ერთად, მისთვის პრიორიტეტად ემიგრანტები დაასახელა. „ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ყველა ვიზიტზე უცხოეთში, ყველა შეხვედრაზე მეგობარი სახელწიფოს მეთაურებთან, დავაყენო საკითხი, რომ გაიხსნას იქ მომუშავე ქართველებისთვის სამუშაო ბაზარი და სამშობლოში დაბრუნებამდე, ადამიანებს ქონდეთ ლეგალური სამუშაო, ადამიანებს ქონდეთ გარანტირებული ხელფასი, დაზღვევა და არ ეშინოდეთ დეპორტის, მაშინ, როდესაც გაჭირვების გამო მიდიან საქართველოდან. საპარლამენტო გუნდთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პენსიის გაზრდა, ეკონომიკური კეთილდღეობა და სოციალური საკითხები,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
Home დიასპორის ხმა განცხადება დავით ბაქრაძის განცხადებით ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ დეპორტის,როდესაც გაჭირვების გამო მიდიან საქართველოდან