სალომე ზურაბიშვილის სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეებისთვის დიასპორის სახლის დაარსების აუცილებლობას ხედავს

0
1691

სალომე ზურაბიშვილმა ქართულ დიასპორებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკაზე დიდ ჯიხაიშში საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას რამდენიმე ინიციატივაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, დიასპორის სახლები უნდა შეიქმნას, სადაც უცხოეთიდან დაბრუნებულ თანამემაულეებს სხვადასხვა სახის კონსულტაციას გაუწევენ.

„მიღებულია ცვლილებები როგორც კონსტიტუციაში, ასევე კანონში, რომლის გათვალისწინებით, ორმაგი მოქალაქეობა აკრძალული აღარ არის და უცხოეთში მყოფი თანამემამულეები შეძლებენ, რომ საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნონ. ეს პირველი ნაბიჯია, რომ სამშოლოსა და თანამემამულეებს შორის უხილავი კავშირი დაკარგული არ იყოს. ახლა რეალურ ზომებზე უნდა გადავიდეთ, რომ დიასპორა ამ ქვეყნის ნაწილი გახდეს. ერთი ასეთი იდეა დიასპორის სახლია. ქვეყანა დაბრუნების ტალღისთვის მზად არ არის და ამას პროპაგანდას არ უნდა ვუწევდეთ, მაგრამ ვისაც ამის სურვილი და მზადყოფნა აქვს, მათთვის დიასპორის სახლი უნდა არსებობდეს, როგორც იუსტიციის სახლი გვაქვს სხვადასხვა ადგილას, სადაც ადამიანი ჩამოვა და ყველაფერს გაიგებს იმის შესახებ, როგორ იქნება მისი დაბრუნების სხვადასხვა ეტაპი. ეს იქნება დასაქმების ტრენინგები, ასევე სად შეიძლება ბინების დაქირავება, როგორ შეიძლება რეგიონში დაბრუნება და ასე შემდეგ. ხელშეწყობა ფინანსური კრედიტებით უნდა იყოს მათთვის, ვინც ნიუ-იორკიდან რეგიონში დაბრუნდება. მზად უნდა ვიყოთ, რომ მათ აქტიურად დავეხმაროთ“, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.