24 აგვისტოს, ვენაში ქართული სათვისტომოსთვის ბიბლიოთეკა გაიხსნება. „ამჯერად სხვა ფორმატის გზა ავირჩიე და შესანიშნავ ხალხთან ერთად ავტობუსით გადავლახეთ თურქეთი, ბულგარეთი, სერბეთი, რუმინეთი, უნგრეთი და უკვე ავსტრიაში ვარ, ვენაში. აქ ავსტრიის ქართველთა სათვისტომო გვმასპინძლობს და 24 აგვისტოს ქართულ ბიბლიოთეკასაც მოვუწყობთ, მერე ლექციას წავიკითხავ და ჩემი წიგნის წარდგენა გაიმართება. იქვე ქუთაისელი და გალში მცხოვრები პატარა მხატვრების გამოფენაც გაიმართება ძალიან აქტიური ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით“, – განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.
Home ქართველები მსოფლიოში დიასპორული ცენტრები 24 აგვისტოს, ვენაში ქართული სათვისტომოსთვის ბიბლიოთეკა გაიხსნება