დავით ბაქრაძემ ემიგრანტების შესახებ საკუთარი დაპირება წყნეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას კვლავ დაადასტურა

0
2249

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ წყნეთში, გურამიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვედრისას ემიგრაციის თემას შეეეხო და განაცხადა რომ  მისი „ ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლავთ ჩვენი ემიგრანტების დახმარება, ვიდრე ისინი საქართველოში დაბრუნდებიან: შრომითი ბაზრის გახსნა, სამუშაო კვოტების გამოყოფა, რაც ნიშნავს გარანტირებულ მინიმალურ ხელფასს, რაც ნიშნავს სამედიცინო დახმარებას, რაც ნიშნავს მათ დაცულობას დეპორტაციისგან და პოლიციის უკანონო ქმედებებისგან. ეს არის ის, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ დღეს უცხოეთში მყოფ ქართველებს, გავაუმჯობესოთ მათი პირობები, გავაუმჯობესოთ მათი ოჯახების პირობები და ამ ყველაფრის შედეგად ადამიანებს მოვცეთ საკუთარ სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივა და შესაძლებლობა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.