დავით ბაქრაძემ ანგელა მერკელს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობის თხოვნით მიმართა

0
2475

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით მის მიერ თბილისში ვიზიტად მყოფ, გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრისას გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის საკითხი დააყენა.დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთებულ განცხადებაში განაცხადა რომ მის მიე: ,,დაყენებული კონკრტული თხოვნა იყო მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება და აქაც კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ ის არის თანახმა დაიწყოს მუშაობა ამ თემაზე და გერმანიის მთავრობა შეიმუშავებს იმ პროფესიების სიას, სადაც ქართველებს მიეცემათ მუშაობის საშუალება.” – აღნიშნა ,,ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა და ხელისუფლებას მოუწოდა გააგრძელოს შემდგომი სამუშაოები ამ მიმართულებით, ვინაიდან გერმანიის პირველმა პირმა ამ ინიციატივის შესახებ დადებითი მზაობა გამოხატა.

დავით ბაქრაძის კომენტარი მერკელთან შეხვედრის შემდეგ

შემიძლია გითხრათ ორი კონკრეტული შედეგი ამ შეხვედრიდან: პირველი, მე დავაყენე საკითხი და გვქონდა თხოვნა, რომ გერმანიამ მხარი დაუჭიროს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და სანქციებს. კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ გერმანია მხარს დაუჭერს სანქციებს ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასახული ტექსტის მიხედვით; მეორე ჩემი დაყენებული კონკრტული თხოვნა იყო მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება და აქაც კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ ის არის თანახმა დაიწყოს მუშაობა ამ თემაზე და გერმანიის მთავრობა შეიმუშავებს იმ პროფესიების სიას, სადაც ქართველებს მიეცემათ მუშაობის საშუალება.

Опубликовано დავით ბაქრაძე -David Bakradze Четверг, 23 августа 2018 г.