საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების საკითხი დავით ზალკანიანსა და დიმიტრიოს კარაბალისის შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი თემა იყო

0
2290

საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრაგამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკისსაგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიმიტრიოსკარაბალისთანელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნამიულოცა და საქმიანობაში შემდგომი წარმატებები უსურვა.   შეხვედრის ფარგლებში, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული ურთიერთობები და მაღალი დონის ვიზიტების მზარდი დინამიკა, რაც გამოიხატება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ხშირი კონტაქტებით. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების არსებულ პოტენციალზე და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ბიზნეს-ფორუმების გამართვის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში საბერძნეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე. აღინიშნა რეგულარული პირდაპირი ავიარეისების მნიშვნელობა, რაც დადებითად აისახა როგორც ტურისტული ნაკადების ზრდაზე, ასევე ხალხთა შორის არსებული კონტაქტების გაღრმავებაზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს დიასპორის საკითხებში ჩამოყალიბებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით.– ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.