ბერზნულ პრესაში გუშინ კიდევ ერთხელ სკანდალურად გავრცელდა დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ სადაც პირდაპირ აღნიშნულია დამნაშავის პირადი მონაცემები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ეროვნებაზე არის ხაზგასმა. ბერძნეთში საქართველოს მოქალაქეს რომელიც, კუნძულ კრეტაზე მასაჟისტად იყო დასაქმებული საბერძნეთის პროკურატურა კლიენტების ძარცვაში ადანაშაულებს ხოლო ბერძნული პრესა ამ ფაქტს, სადაც სასამართლომ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა კიდეც და მომავალ სასამართლო ინსტანციამდე წინასწარი პატიმრობაც არ შეუფარდა სკანდალურად აშუქებს.
საბერძნეთს სამართალდამცავი უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 52 წლის ქართველი ქალი კლიენტებს თავს პროფესიონალ მასაჟისტად აცნობდა და მათთან სახლებში მიდიოდა და მომსახურებას ადგილზე უწევდა. როდესაც ერთ-ერთ მათგანთან ბოლოს მივიდა, კლიენტმა მისი მახეში გაბმა გადაწყვიტა და დამონტაჟებულ კამერაზე გამოჩნდა, თუ როგორ იპარავდა და მალავდა ის თანხას. გავრცელებული ინფრმაციით დანაშაულებრივი ქმედებებში საქართველოს მოქალაქე მას შემდგომ დაადანაშაულეს როდესაც ერთ-ერთმა კლიენტმა სახლში ფარული ვიდეო კამერა დაამონტაჟა, ხოლო კლიენტის მიერ პოლიციისთვის გადაცემული მტკიცებულებებით დადგინდა რომ ქართველი მასაჟისტი მასაჟის სეანსის პარალელურად სახლს ძარცვავდა. წინასწარი გამოძიება ირწმუნება რომ დადგენილია მას მის მიერ სახლებიდან დიდი რაოდენობით თანხის და ძვირფასეულობის მოპარვა.
ჩვენი 52 წლის ქართველი თანამემამულე ქალბატონი წარდგენილი საგამოძიებო მასალების საფუძველზე ხანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა მან განაჩენი გაასაჩივრა და მომდევნო პროცესამდე გაათავისუფლეს, რომელსაც შემდგომი ინსტანციის სასამართლოში შედგება.
,,აღნიშნული ფაქტის სკანდალურად გახმაურება კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ ბოლო პერიოდში საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს არაერთი საჯაროდ დეკლარირებული განცხადება, რომ ისინი წარმატებულ დიპლომატიური მოქმედების ახორციელებენ საქართველოს დადებითი იმიჯის შესაქმნელად ,სამწუხაროდ რბილად რომ ვთქვათ წარუმატებელია, ვინაიდან საელჩოს განცხადებები რომ, ბერძნულ პრესაში ეროვნების დასახელების გარეშე არ გავრცელებულიყო ინფორმაცია და არ დასახელებულიყო ერვნული მახასიათებელი ,,ქართველი” და ,,საქართველოს მოქალაქე” და დამნაშავის სხვა პირადი მონაცემები და ამ მხრივ მათი მხრიდან მუშაობა საბერძნეთის მხარესთან ნაყოფიერია სამწუხაროდ საწინააღმდეგო ფაქტები გვაქვს, მეტი ბოლო პერიოდში საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის გახმაურების ფაქტებმა საგრძნობლად იმატა, რაც უარყოფითი კუთხით აუარესებს საქართველოს და მისი მოქალაქეების იმიჯს, ხოლო მის წინააღმდეგ რომ კრიმინალური ფაქტები ამ კუთხით არ გახმაურდეს სამწუხაროდ საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში დღემდე ვერაფერს ახერხებს ” – აცხადებს ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი აღნიშნული ფაქტის შეფასებისას.