კვიპროსში 2018 წლის პირველ რვა თვეში თავშესაფარი ოთხმა ათასმა მიგრანტმა მოითხოვა

0
2883

კვიპროსის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მზარდ ნაკადს მალე ვეღარ გაუმკლავდება და ევროკავშირისგან დახმარებას ითხოვს, – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EUobserver-ი ავრცელებს. კვიპროსის შინაგან საქმეთა მინისტრის კონსტანტინოს პედრიდესის თქმით, მთავრობა მიგრანტების ნაკადის შემცირებისკენ მიმართული ზომების შემუშავებაზე მუშაობს. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მიგრანტების გაგზავნა ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი.

კვიპროსში, რომლის მოსახლეობა 1,1 მილიონი ადამიანია, 2018 წლის პირველ რვა თვეში თავშესაფარი ოთხმა ათასმა მიგრანტმა მოითხოვა: „თუ ეს რიცხვი ზრდას გააგრძელებს, ვაღიარებ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ, ამასთან გამკლავებას“, – განაცხადა კვიპროსის შინაგან საქმეთა მინისტრმა.