წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბროლაურში მოსახლეობას შეხვდა,სადაც კვლავ შეეხო ემიგრაციის თემას და განაცხადა : ,,მინდა, მივხედო საკითხს, რომელიც ყველას ძალიან გვაწუხებს, ეს არის ემიგრანტების საკითხი. არის ადგილები, მაგალითად, მესტიასა და ყაზბეგში, სადაც ტურიზმის განვითარებამ ახალგაზრდები რეგიონში დააბრუნა და სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ბიზნესპროგრამებით. იმედი მაქვს, სხვა რეგიონებშიც მალე იგივეს ვიხილავთ. ჩვენთან, ყველა რეგიონშია შესაძლებელი, იპოვო რაღაც ნიშა, რომელიც ტურიზმის განვითარების საშუალებას მოგვცემს. როცა იცი, კონკრეტულად რომელ რეგიონში რა სახის ტურიზმია მომგებიანი, უფრო ადვილია ინვესტორის მოძიება და დაინტერესება. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყო სასახლეში მჯდომი პრეზიდენტი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სასახლეზე იქნება საუბარი. ვაპირებ, ხშირად ჩამოვიდე და მოგისმინოთ. მე უკვე ვეძებ პატარა რაჭულ სახლს, რათა ხშირად ჩამოვიდე და თქვენგან მოვისმინო იმ პრობლემების შესახებ, რომლის გაგებას აქ, ადგილზე ყოფნა სჭირდება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
Home დიასპორის ხმა განცხადება მინდა,მივხედო საკითხს,რომელიც ყველას ძალიან გვაწუხებს,ეს არის ემიგრანტების საკითხი-განაცხადა დღეს სალომე ზურაბიშვილმა