,, მივაღწევ იმას რომ კანონში ჩაიწეროს, რომ კონსტიტუციით გამოყოფილი სამი თანამდებობის პირი, პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც ქვეყნის სიმბოლოს დატვირთვა აქვთ მიცემული და რომელიც იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, კანონმა უნდა განსაზღვროს ის, რომ თუ მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ასე შებღალა ეს სახელმწიფო, ის ვერასოდეს ვერ უნდა მოდიოდეს ამ ქვეყანაში, როგორც მოქალაქე!
პრეზიდენტმა საქართველოს უნდა დაუბრუნოს ასობით ათასი მოქალაქე , რომელთაც საქართველოსთან კავშირი აქვთ გაწყვეტილი.
ვისაც ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა და განაცხადებს დაბრუნების სურვილს, უნდა დაუბრუნდეთ მოქალაქეობა!
მაგრამ, მე ვიქნები ძალიან პრინციპული, რაც ეხება საქართველოს ყოფილ მოქალაქე, ყოფილ პრეზიდენტს, ყოფილ პრემიერს, ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს.
თუ საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ის ვერასოდეს ვერ უნდა დაუბრუნდეს ამ სტატუსს!!