საბერძნეთში 24 წლის ქართველი გოგონას, სოფო წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმე მკვლელობის მუხლით არის აღძრული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ათენში საქართველოს კონსულმა გალაქტიონ პაიჭაძემ განუცხადა. მისივე თქმით, გამოძიება ჯერჯერობით ეჭვმიტანილებზე არ საუბრობს.
„ საქმე აღძრულია მკვლელობის მუხლით. გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული“, – განაცხადა კონსულმა.
რაც შეეხება გადმოსვენების საკითხს, როგორც გალაქტიონ პაიჭაძემ აღნიშნა, ისინი დაუკავშირდნენ გარდაცვლის დედას, რომელიც დღეს საელჩოში იმყოფებოდა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით მშობელს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, შვილს საქართველოში გადმოასვენებს თუ საბერძნეთში დაკრძალავს.
„ჩვენ ყველანაირი დახმარების მზადყოფნა გამოვთქვით და ველოდებით ოჯახის წევრების პასუხს“, – აღნიშნა კონსულმა.
გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში მცხოვრები 24 წლის ქართველი ემიგრანტი სოფო წიკლაური გარდაცვლილი სახლში იპოვეს.